ევრო 2016: ხორვატიას პორტუგალიასთან მატჩში ლუკა მოდრიჩი უბრუნდება

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ტრავმა მოიშუშა და თავის გუნდს პორტუგალიასთან 25 ივნისს გასამართ ევრო 2016-ის 1/8-ფინალის შეხვედრაში დაეხმარება. ამის შესახებ უეფას პრესსამსახური იუწყება.

ევრო 2016. 1/8-ფინალების წინ: დღეიდან პლეი ოფი იწყება

მადრიდის "რეალის" 30 წლის ნახევარმცველმა საზარდულის ტრავმის გამო ესპანეთთან (2:1) ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა გამოტოვა.

ხორვატიისა და პორტუგალიის ნაკრებების 1/8-ფინალური დაპირისპირება ლანსში თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული