ეს ჯერ არავის გაუკეთებია - პორტუგალია ევროს 1/4-ფინალში ზედიზედ 6-ჯერ გავიდა

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრები გახდა ერთადერთი გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ზედიზედ 6-ჯერ გავიდა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ 25 ივნისს ევრო 2016-ის მერვედფინალში ხორვატიის ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

- ევრო 2016. 1/8 ფინალი: პორტუგალიამ ხორვატიას წვალებით მოუგო [VIDEO]

1996 წლიდან, რაც ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალების ფორმატი გაჩნდა, პორტუგალია ერთადერი ნაკრებია, რომელიც ამ სტადიაზე ზედიზედ 6-ჯერ გავიდა.

გასულ 5 ტურნირზე პორტუგალიამ ორჯერ მეოთხედფინალში 1996 და 2008 წლებში ითამაშა, 2000 და 2012 წელს მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2004 წელს ფინალში ითამაშა.

აქვე გეტყვით, რომ ევრო 2016-ზე
30 ივნისს პორტუგალიის ნაკრები მეოთხედფინალში პოლონეთს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული