ინგლისი-ისლანდიის მატჩს ისლანდიის მოსახლეობის თითქმის 100%-მა უყურა

AutoSharing Option
ინგლისი-ისლანდიის ევრო 2016-ის მერვედფინალურ მატჩს ისლანდიის მოსახლეობის თითქმის 100-მა პროცენტმა უყურა.

მოსახლეობის მხოლოდ 0.2 პროცენტი უყურებდა სხვა რამეს. 99.8 პროცენტმა კი პირდაპირში იხილა ისლანდიის ნაკრების გამარჯვება ინგლისთან.

შეგახსენებთ, რომ ისლანდიამ ინგლისს ანგარიშით 2:1 მოუგო და მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება.

აქვე გეტყვით, რომ ისლანდიის მოსახლეობა დაახლოებით 330 ათას ადამიანს შეადგენს.

- განსაკუთრებული ისლანდია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული