ჯანლუიჯი ბუფონი: ეს მარცხი ჩვენთვის შოკი იყო

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა გერმანიასთან (1:1, პენ. 5:6) მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"რაც შეგვეძლო, იმის მაქსიმუმი გავაკეთეთ და ეს თითქმის საკმარისი იყო გამარჯვებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა გუნდს თავისი ფილოსოფია და ტაქტიკა აქვს, მისთვის შეუძლებელი არაფერია.

ახლა ყველას გვაქვს მიზეზი, რომ ვიტიროთ. მოედანზე ბოლომდე დავიხარჯეთ და წარმატებასთან ახლოს ვიყავით.

გერმანიამ სამი პენალტი ვერ გაიტანა და ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. ვერ ვიტყვი, რომ მეტოქეზე ცუდად ვითამაშეთ. ეს მარცხი ჩვენთვის შოკი იყო. ძალიან ვეცადეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ
აღმოჩნდა", - თქვა ბუფონმა Rai Sport-თან საუბარში.

- ევრო 2016. გერმანიის ნაკრები ნახევარფინალშია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეჰ ჯიჯი უკვე ნელ ნელა დაბერდი სამწუხაროდ, იშ ბურთი უნდა აგეღო ბოლოს,
გია
12:21 03-07-2016
0
ეს არის ყველა დროის გენიალური მეკარე, ცალსახად ყველაზე მაგარი ამჟამადაც. ყველაფერი დადო; პენალიც აიღო (ისე როგორც ინგლისთან, მექსიკასთან); ის 2018 წელსაც იქნება, ვერატი, მარკიზიო, მაშინ სხვა იტალია იქნება!!!
matusala
13:04 03-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული