რობენი: ეს იქნება პირველი მატჩი, რომელსაც ვნახავ
საფრანგეთისა და გერმანიის ნახევარფინალის წინ კომენტარი გააკეთა ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა არიენ რობენმა. "ძალიან საინტერესო მატჩი იქნება. დიდი ალბათობით, ეს იქნება პირველი შეხვედრა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ვნახავ. აქამდე თამაშები არ მინახავს, რადგან ოჯახთან ერთად ვისვენებდი. საფრანგეთი შინ თამაშობს და თითქოს, ფავორიტია, მაგრამ იმედი მაქვს, გერმანია გაიმარჯვებს. მიმაჩნია, რომ შანსები თანაბარია", - თქვა "მფრინავმა ჰოლანდიელმა".ნავალკას გაუგრძელეს
პოლონეთის საფეხბურთო კავშირმა კონტრაქტი გაუგრძელა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ადამ ნავალკას. პოლონეთის ფეხბურთის მმართველი ორგანოს ცნობის მიხედვით, ახალი ხელშეკრულება მსოფლიოს ჩემპიონატის გუტი: ძალიან გაკვირვებული ვარ!
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა გუტიმ განაცხადა, რომ ძალიან გაკვირვებულია ვისენტე დელ ბოსკესა და იკერ კასილიასს შორის მომხდარი კონფლიქტით. "ყოველივე ამან ძალიან გამაკვირვა. ვიცნობ რა დელ ბოსკეს, ამას მისგან არ ველოდი. არ ვიცი, რაში დასჭირდა ყოველივე ეს. შეიძლება იმისათვის, რომ გუნდის წარუმატებელ თამაშს უკანა პლანზე გადაეწია", - თქვა გუტიმ.ექიმმა დოპინგი უარყო
უკრაინის ნაკრების ექიმმა სერგეი დერეპოვსკიმ უარყო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს უკრაინელები დოპინგს იღებდნენ. "ყვითელი პრესა ცდილობდა სენსაციის პოვნას იქ, სადაც ის საერთოდ არ არის. მაგალითად, მათ უნდა იცოდნენ, რომ მაგნეზია გამოიყენება კომპრესებისათვის. ნაკლოფენს კი მე ვიკეთებდი, რადგან მუხლი მაწუხებს.ნემსებში კომპრესისათვის აუცილებელი პრეპარატები შემყავდა. მე ხომ არ ვარ დამნაშავე, მაგნეზიას დიდ ფლაკონებში კი არა, ამპულებში რომ უშვებენ. ვოლტარენსაც მხოლოდ ნემსის მეშვეობით თუ შეიყვან ადამიანის ორგანიზმში.
როცა სასტუმროდან გამოვდიოდით, ვთხოვეთ პერსონალს, რომ ნაგავი გადაეყარათ. მათ რატომღაც შესასვლელთან დააწყვეს ის. ჟურნალისტებს კი მეტი არაფერი უნდათ", - თქვა უკრაინელთა დასტაქარმა.
ბალოტელი: რონალდოს თამაში მხოლოდ ჟურნალისტებს არ მოსწონთ!
მარიო ბალოტელიმ კომენტარი გააკეთა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე კრიშტიანო რონალდოს მიერ ნაჩვენებ თამაშთან დაკავშირებით. "მისი თამაში მხოლოდ ჟურნალისტებს არ მოსწონთ. მაგალითად, მე ძალიან მომწონს. ძალიან ბევრს ცდილობს, გუნდზე თამაშობს. დიდი მოწიწებით ვარ განწყობილი მის მიერ გაწეული სამუშაოს მიმართ", - თქვა მარიომ.დელ ბოსკე: პედროს სიტყვებს გუნდისთვის არ უვნია!
ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დე ბოსკემ განაცხადა, რომ პედრო როდრიგესის სიტყვებს გუნდისათვის არ უვნია. ევროპის ჩემპიონატის მსვლელობის დროს "ჩელსის" შემტევმა თქვა, რომ მისთვის არ არის სასიამოვნო, როცა ნაკრებში ჩადის და არ თამაშობს."მე არ მომეწონა მისი სიტყვები, მაგრამ ისინი გუნდზე ნეგატიურად არ ასახულა", - თქვა დელ ბოსკემ. საფრანგეთში პედრო მხოლოდ ორჯერ გამოვიდა მინდორზე და ორივეჯერ შეცვლაზე.
სკოლარი: რონალდოს ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია
პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდოს ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია. "ის ახლა გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე 2004 წელს. ვფიქრობ, მას შეუძლია ევროპის ჩემპიონატის მოგება", - თქვა სკოლარიმ.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"