იოახიმ ლიოვი: საფრანგეთის ნაკრებზე უკეთესად ვთამაშობდით

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა საფრანგეთთან ევრო 2016-ის ნახევარფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ევრო 2016. 1/2-ფინალი. გერმანია-საფრანგეთი: გრიზმანმა იფრინა, საფრანგეთი ფინალშია [VIDEO]

"საერთო ჯამში, ეს კარგი ტურნირი იყო ჩვენთვის. ამ გუნდს შესანიშნავი ენერგია აქვს, ყველა ბევრს მუშაობდა. მატჩებში დავამტკიცეთ, რომ გუნდური სულისკვეთება გვაქვს. გამაოცა იმ ფეხბურთელების მხარდაჭერამ, რომლებიც მოედანზე არ გადიოდნენ.

ბევრი რამ უნდა გავაანალიზოთ, მაგრამ შეცდომები ამ ტურნირზე ბევრი არ გვქონდა. საერთო ჯამში, ბრწყინვალე გუნდი გვყავს.

საფრანგეთზე უკეთ ვთამაშობდით. უკეთესები ვიყავით ორთაბრძოლებში, ბურთის კონტროლში, მაგრამ სამწუხ
არო გოლი გავუშვით, არ გაგვიმართლა.

გვქონდა მომენტები, მაგრამ გუნდმა ისინი ვერ გამოიყენა.

არ გაგვიმართლა. 2010-სა და 2012-ში დავმარცხდით მეტოქეებთან, რომლებიც ჩვენზე უკეთესები იყვნენ, მაგრამ დღეს ასე არ იყო. ფრანგებზე უკეთესები ვიყავით.

რთული იყო ტრავმირებული ფეხბურთელების, გომესისა და ხედირას შეცვლა და ასევე, დისკვალიფიცირებული ჰუმელსის. შემდეგ ბოატენგიც დაიმტვრა.

ბიჭებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც მე ვუთხარი. მათი დადანაშაულება უადგილოა.

ფრანგები პრესინგს თითქმის არ მიმართავდნენ. ნახევარდაცვაში ვდომინირებდით. ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ მაინც ვერ გავიტანეთ.

ვფიქრობ, საფრანგეთი პორტუგალიას მოუგებს. პორტუგალიელები ევრო 2016-ზე არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებიან.

მომავალზე საუბარი მიჭირს. ახლა იმედგაცრუებული ვარ შედეგით. ჯერჯერობით ნაკრებში ჩემს მომავალზე არ ვიფიქრებ.

რთული სათქმელია, როგორ გავუმკლავდები ამ მარცხს. არ ვფიქრობდით იმაზე, თუ რა უნდა გვექნა მარცხის შემთხვევაში.

რამდენიმე დღე დავისვენებ და შემდეგ სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ", - თქვა ლიოვმა.

მომზადებულია uefa.com-სა და BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
შეტევაში აშკარად პრობლემა ჰქონდა შემტევ გუნდს. მიულერი, იოზილი და შვაინშტაიგერი აშკარად ვერ იყვნენ ფორმაში. არც მათი შემცვლელი ჩანდა ვინმე. ნახევარფინალი ლიგიკურად დამთავრდა და გერმანიას ცვლილებები სჭირდება
0
ლიოვ ხო ხედავ რო შენი უაზრო უთავდმსხმელო ტაქტიკა ვერ ამართლებს,რაც გომესთან ერთად თამაშმაც დაამტკიცა, წადი მოძველდა ეგ ფილოსოფია უკვე...
miriani
13:17 08-07-2016
0

სიახლეები პოპულარული