რონალდო: ჯერ დაუმარცხებლები ვართ და იმედი მაქვს, ხვალაც ასე იქნება!

AutoSharing Option
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ხვალ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის გამართვამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 10 ივლისს, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის ნაკრები მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდება.

"ჩემი აზრით, საფრანგეთის ნაკრები ფავორიტია. ისინი შინ თამაშობენ, ეს კი მათი უპირატესობაა, რადგან მთელი ქვეყანა მათ დაუჭერს მხარს, მაგრამ მზად ვიქნებით და ჩვენი დამარცხება იოლი არ იქნება. ჯერ არავის დავუმარცხებივართ ამ ევროპის ჩემპიონატზე და იმედი მაქვს, ვერც ვერავინ შეძლებს!

თუ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოპოვებას შევძლებ, უდიდესი მიღწევა იქნება. ამაზე
ყოველთვის ვოცნებობდი. მე, გუნდს და მთელ პორტუგალიას გამარჯვების გვჯერა!", - განაცხადა პორტუგალიელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული