ევრო 2016. დიდიე დეშამი: არ უნდა იფიქრო, რომ კიდევ მოგეცემა ასეთი შანსი

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ევრო 2016-ის ფინალური მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები გადამწყვეტ შეხვედრას კვირას, 10 ივლისს, პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან "სტად დე ფრენსზე" ჩაატარებენ.

"ჩვენ გვაქვს ევროპის ჩემიონატის მოგების შესაძლებლობა. როდესაც 18, 20 წლის ან ცოტა უფრო დიდი ასაკის ხარ, არ უნდა იფიქრო, რომ მომავალში კიდევ მოგეცემა ასეთი შანსი. ფეხბურთელებმა იციან, რომ უკვე ძალიან გაუმართლათ, პარიზულ ფინალში რომ ითამაშებენ.

წინ ჩემთვისაც უმნიშვნელოვანესი მატჩია. ნაკრების გაწვრთნას მხოლოდ მონაწილეობისთვის არ დავთანხმდი. ტიტულის მოგება, მით უმეტეს ნაკრებში, განსაკუთრებულია.

რა
თქმა უნდა, ჩემი ფეხბურთელები წნეხის ქვეშ არიან. ამ მხრივ ჯერ კიდევ ტურნირის გახსნის მატჩი ჰგავდა ჩვენთვის ფინალს, მით უმეტეს - ახლა. მიუხედავად ამისა, მომავალი თამაშის სცენარებზე არ ვფიქრობთ.

რა თქმა უნდა, თავისებურ წნეხშია პორტუგალიის ნაკრებიც. ჩვენსავით, მათაც ჰქონდათ ტურნირზე პრობლემები, მაგრამ დღეს ის ფინალშია გასული და ეს შემთხვევით არ მომხდარა. მეტოქე გამოცდილია, არის კარგად ორგანიზებული გუნდი, რომელსაც შეუძლია თამაშის სისტემის შეცვლა. პორტუგალიის ნაკრები საკმაოდ სწრაფად გადადის დაცვიდან შეტევაში, სადაც ნანი-რონალდოს დუეტზე ამყარებს იმედს.

გრიზმანი და "ოქროს ბურთი"? თქვენ ალბათ სხვა პლანეტაზე ცხოვრობთ. ანტუანი - ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც კარგი სეზონი ჩაატარა. კრიშტიანო რონალდო ბოლო ექვსი-შვიდი წელიწადია, შესაძლებლობების პიკშია.

ჯერჯერობით "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა რონალდოსა და ლიონელ მესის შორისაა გაჩაღებული..."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული