ფერნანდო სანტუში: მინდა, რომ ფრანგებმა თქვან, პორტუგალიამ დაუმსახურებლად მოიგო

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა საფრანგეთან ევრო 2016-ის ფინალის წინ კომენტარი გააკეთა.

"ეს ორ დიდ გუნდს შორის მატჩია. ბოლომდე ვართ კონცენტრირებულები, რას გავაკეთებთ მოედანზე. ჩვენი სტრატეგია არის გამარჯვებისკენ გზის პოვნა. ფრანგებმა გერმანიასთან მატჩში ოსტატობა გამოავლინეს. ისინი პატივისცემით მოეპყრნენ მეტოქეს და გაიმარჯვეს.

ვფიქრობ ისინი აგრესიულად დაიწყებენ და შეეცდებიან კართან მიგვაჯაჭვონ.

ჩვენი ნაკრები ახალგაზრდობისა და გამოცდილების შერწყმაა. ახალგაზრდა ფეხბურთელები მეტ თავხედობას გვაძლევენ მოედანზე. გამოცდილი ფეხბურთელები კი მიეჩვივნენ გამარჯვებას.

ყველა ერთად ერთ საქმეს ვაკეთებთ და მას ბოლომდე მივიყვანთ, თუ ასე გავაგრძელებთ.

გუნდი
თავიდანვე დარწმუნებული იყო საკუთარ თავში. მინდა, რომ ფრანგებმა თქვან, პორტუგალიამ დაუმსახურებლად მოიგო და ტიტული სახლში წავიღოთ.

ეს პირვლი ფინალია პორტუგალიისა და საფრანგეთს შორის. დარწმუნებული ვარ, პორტუგალია ამ მატჩში ისტორიას შექმნის", - თქვა სანტუშმა უეფას ოფიციალურ ვებ გვერდთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის ფინალი დღეს 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნოო მისიე, ჩვენ მოვიგეეებთ, საფრანგეთი საუკეთესოააა, მიდი გრიზმაააან
sara
21:51 10-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული