კრიშტიანო რონალდო: პორტუგალია დღეს პირველად მოიგებს მთავარ ტიტულს

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ ევრო 2016-ის ფინალის წინ კომენტარი გააკეთა.

"გამარჯვება ბევრს ნიშნავს. ყოველთვის ვოცნებობდი ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგებაზე. საკლუბო და ინდივიდუალურ დონეზე ყველაფერი მოვიგე, მაგრამ დიდ მიღწევად ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგებას მივიჩნევ.

ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. ასე ფიქრობს მთელი პორტუგალიაც. პოზიტიურად უნდა ვიაზროვნოთ. პორტუგალია დღეს პირველად მოიგებს მთავარ ტიტულს.

საფრანგეთის ნაკრები ფინალის ფავორიტია, მაგრამ მგონია, რომ პორტუგალია მოიგებს", - თქვა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია-საფრანგეთის ევრო 2016-ის ფინალი დღეს 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
საფრანგეთმა უნდა მოიგოს დღეს.
mara
21:45 10-07-2016
0
მეც კი მინდა რომ მოუგოთ ფრანგებს მაგრამ ესეთი კონკრეტულიც ნუ იქნები კრისტიანო რადგან პორტუგალიის ნაკრები ყველანაირად სუსტია საფრანგეთის ნაკრებზე
Jondo-bondo
15:40 10-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული