რონალდო: სულ მინდოდა ქვეყნისთვის რაღაც მომეგო და, აი, ისიც!

AutoSharing Option
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის ნაკრებმა მასპინძელ საფრანგეთის ნაკრებს დამატებით დროში ედერის ერთადერთი გოლის მეშვეობით მოუგო, რონალდომ კი მატჩის 24-ე წუთზე მოედანი ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა.

- პორტუგალიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია! [VIDEO]

"ძალიან ბედნიერი ვარ. ამ შანსს 10 წელი ველოდი. მიმაჩნია, რომ ამ წარმატებას მთელი ქვეყანა ვიმსახურებდით. ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ფანტასტიური მომენტია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ქვეყნისთვის რაღაცის მოგება მსურდა და,
აი, ისიც!

სამწუხაროდ, მოედანი ნაადრევად დავტოვე, მაგრამ გუნდთან ერთად ვიყავი ბოლომდე და გამარჯვების მჯეროდა!", - განაცხადა პორტუგალიელმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ თამაშმა მილანი ლივერპულის სტამბულური ფინალი გამახსენა, მეორე ტაიმში მივხვდი რომ ფრანგები ვერ მოიგებდნენ, როგორც დუდეკი აძრობდა ბურთებს სტამბულში, ისე ეს პორტუგალიელი მეკარე და როგორც მილანელებს არ უმართლებდათ ბოლო მომენტებში, ისევე არ უმართლებდათ ფრანგებს
დავით123
13:16 11-07-2016
0
აბა ქართველ ფეხბურთელებს კიარ აქვთ შესაფერისი განცდა
svani
12:37 11-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული