კრიშტიანო რონალდო დაახლოებით თვე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ლიდერი კრიშტიანო რონალდო დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის ფინალში რონალდომ მოედანი საკაცით მატჩის 25-ე წუთზე დატოვა. ფეხბურთელს ტრავმა საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა დიმიტრი პაიეტმა შეჯახების დროს მიაყენა.

"მარკას" ინფორმაციით რონალდოს მარცხენა მუხლის შიდა გვერდითი მყესების გაფართოება აქვს. აღდგენით პროცესს კი დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.

გამომდინარე აქედან 31 წლის რონალდო სავარაუდოდ უეფას სუპერთასს გამოტოვებს, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართება. "რეალის" მეტოქე "სევილია" იქნება.

- ევრო 2016. ფინალი. პორტუგალიამ ევროპას ზემოდან გადმოხედა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს .... ფრანგები რაა..რა ბინძური ფეხბურთიც ითამაშეს ისეც გამოიღეს...
gaocebuli
11:55 11-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული