უეფას ციფრული წარმატება - 300 მილიონი ვიზიტორი, სამი მილიარდი ნახვა

AutoSharing Option
ევრო 2016 დასრულდა და უეფას ოფიციალურმა ვებსაიტმაც შეაჯამა ეს ტურნირი, ამჯერად, ციფრული თვალსაზრისით. ტურნირის განმავლობაში EURO2016.com-სა და უეფას ოფიციალურ აპლიკაციებზე ჯამში 300 მილიონი ვიზიტორი შევიდა.

24-გუნდიანი ჩემპიონატი ყველაზე დიდი იყო ევროპის ჩემპიონატების არსებობის ისტორიაში. 10 ქალაქში ჯამში 2,4 მილიონი ადამიანი მივიდა სტადიონებზე თამაშების სანახავად. სულ 51 შეხვედრა გაიმართა.

ტურნირის წარმატება აისახა ციფრულადაც, უეფას ოფიციალურ საიტზე ვიზიტორთა რიცხვმა 300 მილიონს გადააჭარბა. საერთო ჯამში, გვერდების 1,5 მილიარდი დათვალიერება
დაფიქსირდა. ეს მაჩვენებლები ზუსტად ოთხჯერ მეტია, ვიდრე ევრო 2012-ზე. დიახ, ინტერნეტი კიდევ უფრო ვითარდება და მსოფლიოში მას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს. ვიზიტორთა რიცხვის გაოთხმაგება ოთხ წელიწადში ამის ნათელი დასტურია.

უელსის ნაკრების საოცარმა თამაშმა გარკვეულწილად განაპირობა, რომ ვიზიტორთა 15% სწორედ ბრიტანეთიდან იყო. რა თქმა უნდა, დიდი იყო წილი მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის ინტერნეტმომხმარებლებიდან.

გარდა ამისა, ინტერნეტაპლიკაციები და უეფას საიტი ძალიან პოპულარული იყო ტურნირის განმავლობაში გერმანელებში, იაპონელებში, ამერიკელებში, ესპანელებში, იტალიელებსა და კანადელებში.

უეფამ ჩემპიონატის დაწყებამდე დაამატა ჩინური ენა საიტს. ასე რომ, ევროპის ჩემპიონატისთვის საიტზე თვალის დევნება 9 სხვადასხვა ენაზე იყო შესაძლებელი. საიტი კარგად თანამშრომლობდა სოციალურ მედიასთან, "ფეისბუქში" ოფიციალური საიტიდან ინფორმაციები ჯამში 3-მა მილიარდმა "ფეისბუქის" მომხმარებელმა ნახა.

ფინალში პორტუგალიის მიერ საფრანგეთის დამარცხებამ ყველანაირი სპორტული რეკორდი დაამყარა - "ფეისბუქზე" ამის შესახებ მსჯელობა 45-მა მილიონმა მომხმარებელმა წამოიწყო, რასაც ჯამში 146 მილიონი რეაქცია მოჰყვა. "ტვიტერიდან" ჯამში 109 მილიონი "ტვიტი" გაიგზავნა, უეფას ვებსაიტთან დაკავშირებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული