ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. C ჯგუფი: ესპანეთი კასილიასმა იხსნა? [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებმა უშუალო კონკურენტად ქცეულ უკრაინასთან მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით იმარჯვა. დიეგო კოშტას გარეშე მოთამაშე "ფურია როხას" ალვარო მორატამ მოაგებინა, რომელიც მშვენიერ ფორმაშია.

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კოკეს პასით გაიტანა. სერხიო რამოსი ამ პერიოდში ნაკრებში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა.

სხვა მომენტების ხსენებაც შეიძლება, მაგრამ თავიანთი შანსები უკრაინელებსაც ჰქონდათ და პირენეელებს ცოტა ნერვიულობა მოუხდათ.

სანერვიულო გახლდათ ჟორდი ალბას ტრავმაც. როგორც ამბობენ, იგი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა და დაახლოებით 10 დღე იუქმებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ცუდად არ გვითამაშია, შანსები
გვქონდა და იკერ კასილიასმა რამდენიმე ბრწყინვალე "სეივი" შეასრულა", - წუწუნებდა მატჩის შემდეგ ანატოლი ტიმოშჩუკი.

ჟურნალისტის კითხვას, იხსნა თუ არა ესპანეთი კასილიასმა, ვისენტე დელ ბოსკემ ასე უპასუხა: "ვერ ვიტყოდი, რომ იკერმა გვიხსნა, დაცვაშიც არ ვითამაშეთ ცუდად და შანსები ჩვენც გვქონდა. თუმცა მეორე ტაიმში უკრაინელები უკეთ გამოიყურებოდნენ, ეს უნდა ვაღიაროთ".

ესპანელები ჯერ ისევ რომ ვერ არიან ბოლომდე შთამბეჭდავები, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ჯგუფის ლიდერი სულ სხვა ნაკრებია და ამ ნაკრებს სლოვაკეთი ჰქვია. იან კოზაკის გუნდმა პირველსავე ტაიმში მოუმთავრა საქმე ლუქსემბურგს და 5-დან 5 მოგებით იწონებს თავს.

ერთ-ერთი გოლი პეტერ პეკარიკის ანგარიშზეა, რომელმაც 6-წლიანი პაუზის მერე თავისი მეორე ბურთი გაიტანა ნაკრებში.

"ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგი მატჩი გამოგვივიდა და ნაკრებს მოგებაში დავეხმარე. გერმანიის ჩემპიონატში მოთამაშე ფლანგის მცველებს შეტევის დახმარება დაგვევალა და ბუნდესლიგაში მიღებული გამოცდილება გამოგვადგა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა", - განაცხადა პეკარიკმა.

ბელორუსის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალექსანდრ ხაცკევიჩს ჰქონდა დებიუტი, რომელიც მძიმედ დაიწყო. მაკედონია ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრ ტრაიკოვსკიმ დააწინაურა და საწყის წუთებში მასპინძლები დომინირებდნენ, მაგრამ გადამწყვეტი ის გამოდგა, რომ ტაიმის მიწურულს სტუმრებმა გათანაბრება შეძლეს, ხოლო საბოლოოდ 3 ქულაც მოიპოვეს.

მთლიანობაში, სტუმრებმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს და დამსახურებულად იმარჯვეს.

ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. C ჯგუფი
27 მარტი
ესპანეთი-უკრაინა 1:0
გოლი: 1:0 მორატა (28)
ესპანეთი (4-1-4-1): კასილიასი - ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა (78. ბერნატი) - ბუსკეტსი - სილვა, კოკე, ინიესტა (74. კასორლა), ისკო - მორატა (65. პედრო)
უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი - ფედეცკი, ხაჩერიდი, კუჩერი, შევჩუკი - ტიმოშჩუკი, სტეპანენკო (76. გარმაში) - კონოპლიანკა, როტანი, იარმოლენკო - ზოზულია (32. კრავეცი; 90+1. ბუდკივსკი)
გაფრთხილება: რამოსი - ფედეცკი, კრავეცი, კუჩერი
კუთხური: 2-5 ჯარიმა: 15-24 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 17(5)-9(2) ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 45 000

სლოვაკეთი-ლუქსემბურგი 3:0
გოლები: 1:0 ნემეცი (10), 2:0 ვაისი (21), 3:0 პეკარიკი (40)
სლოვაკეთი (4-2-3-1): კოზაჩიკი - პეკარიკი, შკრტელი, დურიცა, ჰუბოჩანი - პეკოვსკი, კუცკა - ვაისი, ჰამშიკი, სტოხი - ნემეცი
ლუქსემბურგი (4-2-3-1): ჟუბერი - იანსი, შნელი, შანო, მუტში - ჟერსონი, ფილიპსი - ბენსი (78. ლატერცა), ჰოლტერი (51. და მოტა), დევილი (64. პაიალი) - ჟოაჰიმი
გაფრთხილება: პეკარიკი, შკრტელი - დევილი, ჰოლტერი, მუტში
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 7-19 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 17(7)-4(2) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 9524

მაკედონია-ბელორუსი 1:2
გოლები: 1:0 ტრაიკოვსკი (9), 1:1 კალაჩევი (44), 1:2 კორნილენკო (82)
მაკედონია (4-4-2): პაჩოვსკი - რისტოვსკი, შიკოვი, მარკოსკი, გეორგიევსკი - იბრაიმი, ჰასანი, პოლოჟანი (31. ბარდი), ტრაიკოვსკი - ველკოსკი (63. ტოდოროვსკი), აბდურაჰიმი (75. ბლაჟევსკი)
ბელორუსი (4-1-4-1): ჟევნოვი - შიტოვი, მარტინოვიჩი, ფილიპენკო, ბორდაჩევი - მაევსკი (80. პუტილო) -კალაჩევი, გლები (87. დრაგუნი), კისლიასკი, სტასევიჩი (90+3. ნეხაიჩიკი) - კორნილენკო
გაფრთხილება: კლიში, კლიში, ფერნანდო - რაკიტიჩი, ალვეში, ადრიანო
კუთხური: 8-4 ჯარიმა: 13-13 თამაშგარე: 0-7 კარში დარტყმა: 13(5)-15(4) ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 6000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სლოვაკეთი 5 5 0 0 11-2 15
2. ესპანეთი 5 4 0 1 14-3 12
3. უკრაინა 5 3 0 2 6-2 9
4. ბელორუსი 5 1 1 3 4-10 4
5. მაკედონია 5 1 0 4 5-12 3
6. ლუქსემბურგი 5 0 1 4 3-14 1

მომდევნო ტური
14 ივნისი:
ბელორუსი-ესპანეთი
სლოვაკეთი-მაკედონია
უკრაინა-ლუქსემბურგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული