ევრო 2016. შესარჩევი. VII ტურის წინ. F და I ჯგუფები: უმწვრთნელოთა დავა

AutoSharing Option
3 სექტემბერს სამ ქვეჯგუფში მატჩებით განახლდა ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ბატალიები. დღეს-ხვალ დანარჩენი გუნდებიც ჩაერთვებიან ბრძოლაში, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც შოტლანდიას მასპინძლობს.

ბუნებრივია, მთელი ყურადღება "დინამო არენისკენ" და D ჯგუფისკენაა მიმართული, მაგრამ არც სხვაგან ველით უინტერესო თამაშებს.


F ჯგუფი: თავდაყირა
ჯგუფი, სადაც უკვე უამრავი მოულოდნელობა მოხდა. ტურში ორ ნაკრებს მწვრთნელიც კი არ გამოიყვანს, არამედ მოვალეობის შემსრულებელი პირი (ფინეთი და საბერძნეთი).

ტურის ცენტრალური შეხვედრა
ბუდაპეშტშია, სადაც მესამეადგილოსანი უნგრეთი რუმინეთს მასპინძლობს. პრინციპულ მეტოქეთა დაპირისპირებას ისიც ამძაფრებს, რომ ამ გუნდებს შორის მხოლოდ სამი ქულაა. რუმინეთის ნაკრების კარში ამ შესარჩევ ციკლში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა და მისი ავტორი უნგრელი ბალაშ ჯუჯაკია.

ჯუჯაკის ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმამ ამ გუნდების პირველ თამაშში რუმინეთს მოგება არ დაანება.

უნგრეთის ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება ზოლტან გერა, სტუმრებს ამავე მიზეზით არ ეყოლებათ მიჰაი პინტილი. ტამაშ პრისკინი უნგრეთის ნაკრებში 50-ე მატჩს თამაშობს.

პირეოსში ორი მოულოდნელი აუტსაიდერის თამაშია - ბოლოადგილოსანი საბერძნეთი ბოლოსწინაადგილოსან ფინეთს მასპინძლობს. ორივეს ერთად იმდენივე ქულა აქვს, რაც ფარერების ნაკრებს.

არც ერთ ნაკრებს არ ჰყავს თავკაცი, მხოლოდ დროებითი მწვრთნელი. ბერძნებს ამ მატჩზე კოსტას ცანასი გაიყვანს, სერხიო მარკარიანის წასვლის მერე ბერძნებმა პოსტი დროებით ახალგაზრდულის თავკაცს მიანდეს. ფინეთის ნაკრები მიქსუ პაატალაინენმა დატოვა და დროებით გუნდს მარკუ კანერვა წვრთნის.

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები, რომელიც მოულოდნელად, ჯგუფის ფავორიტთაგანად იქცა, ფარერის კუნძულებზე ჩადის. მასპინძლებს ატლი გრეგერსენი არ ეყოლებათ დისკვალიფიკაციის გამო.

4 სექტემბერი
ფარერები-ჩრდ. ირლანდია 22:45
საბერძნეთი-ფინეთი 22:45
უნგრეთი-რუმინეთი 22:45

ა გ თ მ ფ ბ ქ
1. რუმინეთი 6 4 2 0 7-1 14
2. ჩრ. ირლანდია 6 4 1 1 8-4 13
3. უნგრეთი 6 3 2 1 5-3 11
4. ფარერები 6 2 0 4 4-8 6
5. ფინეთი 6 1 1 4 5-8 4
6. საბერძნეთი 6 0 2 4 2-7 2

ბომბარდირი: 5 - კაილ ლაფერტი (ჩრ. ირლანდია).


I ჯგუფი: პორტუგალია ისვენებს
ამ ჯგუფში პორტუგალია ისვენებს, პარასკევს ის საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩს თამაშობს.

ძალიან მნიშვნელოვანია თამაში კოპენჰაგენში, "პარკენზე" დანია ალბანეთს მასპინძლობს, რომელსაც სულ ორი გოლი აქვს გაშვებული.

სერბეთის ნაკრები კი სომხეთს მასპინძლობს, რომელთაც მხოლოდ ქულა აქვთ, სერბებს კი სულაც - მინუს ორი.

4 სექტემბერი
დანია-ალბანეთი 22:45
სერბეთი-სომხეთი 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 5 4 0 1 7-4 12
2. დანია 5 3 1 1 8-4 10
3. ალბანეთი 4 3 1 0 7-2 10
4. სომხეთი 5 0 1 4 5-9 1
5. სერბეთი 5 0 1 4 3-11 -2
შენიშვნა: სერბეთს 3 ქულა აქვს დაკლებული.

ბომბარდირი: 5 - კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული