22:02 15-07-2017
U19: ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონია [VIDEO]
AutoSharing Option
აღსანიშნავია, რომ ამ ასაკში ინგლისში ევროპის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.
ფინალურ შეხვედრას გორში 4 100 გულშემატკივარი დაესწრო.
მეორე ტაიმის დასაწყისში ისა სალიმენმა საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში. ამის შემდეგ დიუჟონ სტერლინგმა საკუთარი კარი დალაშქრა და ანგარიში გათანაბრდა.
68-ე წუთზე ლუკას ნმეტჩამ ინგლისს ტიტული მოუპოვა. 86-ე წუთიდან ინგლისელები 10 კაცის ამარა აგრძელებდნენ თამაშს, თუმცა კიტ დაუნინგის ბიჭებმა გოლი აღარ გაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიც მონაწილეობდა. გიორგი ყიფიანის გუნდი ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და პლეი ოფში ვერ გავიდა.
გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"
U19. პორტუგალია-ინგლისი 1:2
გოლები: 0:1 სულიმანი (50), 1:1 სტერლინგი (ს.კ.) (56), 1:2 ნმეჩა (68)
გაფრთხილება: 54", 86" ედანი, 67" პირეში, 90" რემსდეილი
გაძევება: 86" ედანი
პორტუგალია U19: დიოგო კოშტა, დალოტი, დ. კეიროში, აბდუ კონტე (78" კეტა), პირეში, ჟოაო ფილიპე (56" ლეაო), ჟედსონ ფერნანდეში, მესაკე (75" მიგელ ლუიში), რუი პედრო, ჟ. კეიროში, კინა
სათადარიგო შემადგენლობა: ლეიტე ფიგეირა, ლეიტე, პასი, ფლორენტინო
მთავარი მწვრთნელი: ელიო სოუსა
ინგლისი U19: რემსდეილი, სტერლინგი, ჯეი დასილვა, ედანი, სულიმანი, ბაკლი-რიკეტსი (84" ედვარდსი), დოზელი (77" და სილვა), მაუნთი, სესენიონი, ნმეჩა (73" ბრერეტონი), ჯონსონი
სათადარიგო შემადგენლობა: ტროტი, მედოქსი, ჯეიმსი
მთავარი მწვრთნელი: კიტ დაუნინგი
მსაჯები: სრდიან იოვანოვიჩი (სერბეთი), ტიბო ნიისენი (ბელგია), იური ხომჩენკო (ბელარუსი), ოლა ჰობერ ნილსენი (ნორვეგია)
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული