U16. საქართველო-აზერბაიჯანი 5:2 - პირველი მოგება

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და აზერბაიჯანის თანატოლთა ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ზვიად ჯელაძის შეგირდებს უამრავი მომენტი ჰქონდათ, ორი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, ორჯერ ძელსაც გაარტყეს ბურთი, თუმცა მეორე ტაიმში მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

ჩვენი გუნდიდან გოლებით გიორგი ომარაშვილი, ზურაბ ერაძე, ნიკა ტალახაძე და ლუკა ტორონჯაძე (ორჯერ) გამოირჩნენ.

მთავარმა მწვრთნელმა აზერბაიჯანთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
კაპანაძე, დევდარიანი (კვარაცხელია 50), ერაძე (კონიაშვილი 77), ტეფნაძე (კოკაია 41), მამაცაშვილი, ტალახაძე
(ოსიყმაშვილი 77), მორჩილაძე, ოგბაიძე (სანებლიძე 50), თოხაძე (არველაძე 77), აბუაშვილი (ტორონჯაძე 70), ომარაშვილი.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველოს და აზერბაიჯანის 16-წლამდელთა ნაკრებები 27 სექტემბერს, 16:00 სთ-ზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული