საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ესტონეთს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან გოლები გიორგი ომარაშვილმა (ორჯერ) და ზურაბ ერაძემ გაიტანეს.
გუნდები 15 ოქტომბერს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.
გიორგი მიქაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
ხარშილაძე, კვარაცხელია, ერაძე, იაკობიძე, მამაცაშვილი, დევდარიანი, მორჩილაძე, ოსიყმაშვილი, ზურაბიანი, ოგბაიძე, ომარაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: კონიაშვილი, შალიკაშვილი, მჭედლიშვილი, მირზიკაშვილი, ხუციშვილი, ფაჩულია, ილურიძე
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით