დღეს, 15 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ხორვატიელ თანატოლებს დაუპირისპირდება.
შეხვედრა ქალაქ დიორში, "ეტო პარკზე" 22:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში უნგრეთს 4:2 სძლია, შემდეგ ყაზახეთი 3:1 დაამარცხა და ელიტრაუნდში გასვლა გაინაღდა. ხორვატიის ნაკრებმა ყაზახეთს 3:0 სძლია და უნგრეთი 2:0 დაამარცხა.
მეტოქე
განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, პირველ ადგილზე გახვალ თუ მეორეზე, თუმცა პრინციპის ამბავია ჯგუფის მოგება. ხორვატებს კი ამისთვის ფრეც ეყოფათ.
19-წლამდელთა გუნდით ოფიციალურად ხორვატიას ორჯერ დავუპირისპირდით, 2012 წელს მათ გუნდთან 1:3 და 0:3 დავმარცხდით.
გუნდში ორი ლეგიონერია: მეკარე კარლო ზიგერი, რომელიც "ჩელსის" 23-წლამდელთა გუნდში ირიცხება და ლუკა სუჩიჩი, რომელიც ავსტრიის მეორე ლიგის გუნდის წევრია.
ნაკრებს მეოთხე თამაშია ხორვატინ იოსიპ სიმუნიჩი უძღვება, რომელიც მანამდე ამავე ნაკრებში და ეროვნულ ნაკრებშიც მწვრთნელის ასისტენტი იყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორი მატჩი მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და ერთიც წააგო.
გუნდის ლიდერი სპლიტის "ჰაიდუკის" ცენტრალური მცველი, 17 წლის მარიო ვუსკოვიჩია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ხოლო ყაზახეთთან შესრულებული დუბლით, ამავე კლუბის თავდამსხმელი ივან ბრნიჩი გუნდის ბომბარდირია.
საქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრებს დღევანდელ შეხვედრაში, დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდება. სხვა შემთხვევაში ტრავმების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება და იმავე ძალებით შევერკინებით რთულ მეტოქეს.
მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერია, ჩვენს ნაკრებს აქვს პოტენციალი, რომ ეს შეხვედრა თავის სასარგებლოდ წარმართოს. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ დასაკარგი არაფერი აქვს. ეს, ამავდროულად, შანსია რამაზ სვანაძისათვისაც, რომ აჩვენოს, თუ რისი შესაძლებლობები აქვს და რა არის მისი ტაქტიკის ძლიერი მხარეები.
ჩვენი შემადგენლობა კი ასეთია:
მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი);
მცველები: თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (ლოკომოტივი), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო);
ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკა გაგნიძე (დილა), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბ);
თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).