მოსაზრება: არ გაუშვათ გია ცეცაძე, დაამატეთ სოსო ფრუიძე!

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გია ცეცაძე უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევის ბოლომდე, ფაქტობრივად, უმწვრთნელოდ არის დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, სლოვაკეთთან 21-წლამდელთა ევროშესარჩევის გასვლითი მატჩის დასასრულს,  გიორგი კუცია აუტის მოსაწოდებლად ბურთს იღებდა, მეტოქე გუნდის მეკარეთა მწვრთნელმა პაველ კამეშმა უკნიდან ხელი ჰკრა და ფეხი გამოსდო. ეს ცეცაძემ ვერ მოითმინა და ჩხუბი ატყდა. შედეგად, მსაჯმა ცეცაძეს წითელი ბარათი უჩვენა.

21-წლამდელთა ნაკრებს არაერთხელ ჰყავდა ძალიან ძლიერი შემადგენლობა, თუმცა ვერასდროს აღწევდა შედეგს.

გია ცეცაძის ხელში
გუნდმა აჩვენა, რომ არცერთ "ბობოლა" მეტოქეს არ ჩამოუვარდებოდა, მაგრამ ვითარებიდან გამომდინარე, ლოგიკური იქნება ცეცაძის გადადგომა, რადგან ამ ვითარებაში ახალგაზრდული ნაკრები უმწვრთნელოდ დაიჩაგრება.

ჩვენთვის ცნობილია, რომ გია ცეცაძე "საბურთალოს" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატურაა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, კარგი იქნება, თუ ის სამწვრთნელო შტაბში კონსულტანტის სახით დარჩება.

ვინ უნდა შეცვალოს ცეცაძე?

არ შეიძლება რისკი და ისეთი მწვრთნელისთვის გუნდის ჩაბარება, რომელსაც ჯერ არაფერი არ აქვს დამტკიცებული. ამავდროულად, რთულია უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანაც, რადგან სანამ ის და ნაკრები ერთმანეთთან ადაპტირდებიან, შეიძლება ამ ხუთმა მატჩმაც ჩაიაროს.

საქართველოს ჩემპიონატში გვყავს მწვრთნელი, რომელიც ფედერაციისგან შანსს იმსახურებს. ეს სოსო ფრუიძეა.

საჩხერის "ჩიხურას" მწვრთნელთან ბევრ ახალგაზრდას უთამაშია და ის საფეხბურთო თვალსაზრისით გარდაქმნილა. იგივე ამ ნაკრების წევრი ირაკლი ბუღრიძე, რომელიც სწორედ ფრუიძის ხელში ათამაშდა. 62 წლის მწვრთნელს ფეხბურთელებთან მუშაობის თავისი სპეციფიკა აქვს, რაც წლების განმავლობაში სუსტ "ჩიხურას" სხვადასხვა რამის მიღწევის საშუალებას აძლევდა. მას ძალიან კარგად შეუძლია გუნდის მოტივირება და ფეხბურთელებში გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობის შექმნა.

ამავდროულად, ფრუიძე ქართველ მწვრთნელებში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაქტიკოსია, რაც "ჩიხურას" ევროტურნირებზე ყოველთვის გამოარჩევდა, ეს მეტოქის შესაბამისად შერჩეული ტაქტიკა იყო. იმ ფონზე, როცა გვსურს, საფრანგეთს და შვეიცარიას ტოლ-სწორად ვეთამაშოთ, სწორი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.

გია ცეცაძე დარჩეს სამწვრთნელო შტაბში და ნაკრები გააძლიერეთ სოსო ფრუიძით...

მკითხველის კომენტარები / 20 /
gadaobas aqvs adgili tu mechveneba? dzalian didi pativs vcem baton samsons magram nakrebshi namdvilad ar gamodgeba) saqartvelos chempionati kibatono icis tval daxuchuli magram es imas ar nishnavs ro nakrebshi sheidzleba daniahvna, tan gia geguchadzis da gia cecadzis mere))) nu rac sheexeba cecas umagresi mcvrtneli da adamiani roa daamtkica kvelgan! ase rom carmatebebi gias ❤️
xoxonika
18 დეკემბერი 2019 12:11
7
სოსო ფრუიძე ნამდვილად ჭკვიანი მწვრთნელია, მინიმალურით მაქსიმალურს აღწევს, ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ კაცს. კარგი იქნება თუ ჩააბარებენ ნაკრებს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
18 დეკემბერი 2019 11:57
4
გია რომ დასაჯეს ის სლოვაკი მაწუნკალა თუ დასაჯეს მაგას რატომ არ სწერთ?
იაგო
18 დეკემბერი 2019 11:42
2
ორივე კარგი სპეციალისტია,მაგრამ ერთად შესძლებენ ნაყოფიერ მუშაობას?
სოსო
18 დეკემბერი 2019 11:35
0
ერთ სკამზე ორი კაცი ვერ მოთავსდება,ან ერთი უნდა იყო ან მეორე,ორივე ძალიან კარგი მწვრთნელია,მაგრამ ორივე "ერთ სკამზე" არ გამოვა არაფერი..ერთის თქმა დარწმუნებით შემიძლია ორივე ვაისზე უკეთესი მწვრთნელია ჩემი კერძო მოსაზრებით..პირობითად ვიძახი იქ ორივეს ერთად დანიშვნას ვაისი იყოს ჯობია
ბეგო
18 დეკემბერი 2019 11:33
0
რა ფრუიძე,რაც არ იცით ნუ ლაპარაკობთ.წუწუნში კარგია.
Dila
18 დეკემბერი 2019 11:18
14
მეგობარო შედეგიდან გამომდინარე ჩანს ყველაფერი. ფრუიძეს ყოველთვის კარგი შედეგი ქონდა ევროტურნირებზე თორემ არც ჩემი ნათესავია და არც ახლობელი.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
18 დეკემბერი 2019 12:03
0
ფრუიძე ერთ ერთი მაგარი მწვრთნელია საქართველოში. ძალიან კარგი იქნება თუ ამ კაცს ჩააბარებენ ახალგაზრდულს.ერთხელ ხომ უნდა მიეცეს კაცს შანსი. მე სულ ვიძახი მიეცით ფრუიძეს 50 მილიონი და რეალს დაამარცხებს...
ლ.გიო
18 დეკემბერი 2019 11:08
3
Fruidze dinamoShiminda
Ka
18 დეკემბერი 2019 11:03
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული