U21. საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან ვერას გახდა - 0:3 [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ჯგუფის ლიდერ შვეიცარიასთან 0:3 დამარცხდა.

26-ე წუთამდე თანაბარი თამაში მიდიოდა, ვიდრე ნდოიემ საჯარიმოში ბურთი მიიღო, ორმა მეურვემ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ანგარიში გაიხსნა. მერე სტუმრებს შესვენებამდე ორი მომენტი ჰქონდათ - ჯერ მეკარე სანიკიძემ ზექირს არ დაანება გატანა, ხოლო შემდეგ ქართველი გოლკიპერი გამოსვლაზე შეცდა და მეორედ გაუტანეს. თუმცა, გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მაისურაძის შეგირდები უპირატესობას დაეუფლნენ. 51-ე წუთზე არველაძემ გულიაშვილი მეკარეს
პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან ჩინებული შანსი გაუშვა ხელიდან. სწრაფი კონტრშეტევისას კი ნდოიემ პენალტი მოიპოვა, რომელიც ზექირმა გამოიყენა. შემდეგ შესვლაზე შესულ პუშიჩს საქართველოს ნაკრების მცველებმა ხელი არ შეუშალეს და მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

13 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აზერბაიჯანს უმასპინძლებს.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
საქართველო - შვეიცარია 0:3
გოლები: 0:1 ნდოიე (26), 0:2 ზექირი (69, პენ), 0:3 პუშიჩი (81)

საქართველო: სანიკიძე, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური, სილაგაძე, ლაკვეხელიანი (კუხიანიძე 89), დარცმელია, მექვაბიშვილი (ანდრონიკაშვილი 65), სამურკასოვი (აზაროვი 89), არველაძე, გულიაშვილი

შვეიცარია: რაციოპი, ზესიგერი, დომჯონი, ტომა, გილემენო (პუშიჩი 66), ზექირი (ანტუნეში 89), ნდოიე (მამბიმბი 79), იმერი (იანკევიჩი 79), მუჰეიმი, რუეჯი, ბამერტი

მკითხველის კომენტარები / 24 /
ლოჩოშვილი რომ ყოფილიყო დაცვის ცენტრში, ასეთი ანგარიშით არ წავაგებდით!
იმედა
09 ოქტომბერი 2020 23:54
6
მოპოლიტიკოსო ბურჯანაძე გამიგია, მაგრამ მოფეხბურთელო ბურჯანაძე ვიღაა ნეტავი. გვითხარით მაინც სად თამაშობს,რომელ გუნდში,იმ გუნდის თამაშებს რომ დავესწრო.
დ.დ.
09 ოქტომბერი 2020 23:30
1
სამარცხვინო მწვრთნელი და გუნდი,ახლობელ ნათესავებით გავსებული,
shako
09 ოქტომბერი 2020 22:49
4
ასეთი საზარელი თამაში ცხოვრებაში არ მინახავს არცერთი გუნდის შესრულებით, მიხვდებით ალბათ რომელ გუნდს ვგულისხმობ
შაკო
09 ოქტომბერი 2020 22:41
0
მაისურაძე რომ სხვის დავალებებს ასრულებს ისედაც ჩანს,არ აწყობდათ ცეცაძე და გაუშვეს
nino
09 ოქტომბერი 2020 22:35
0
ცეცაძეს სლოვაკეთთან მატჩის შემდეგ დისკვალიფიკაცია მისცეს,4 თუ 5 თამაში და ამ თამაშებში,გუნდი მწვრთნელი გარეშე როგორ ითამაშებდა?მამარდაშვილსაც დისკვალიფიკაცია აქვს და იმიტომ ვერ ითამაშა.ეგრე პირდაპირ ხელის დადებას,ცოტა ინფორმაცია გაიგოთ,ისა სჯობდა.აქ ასეთი პოსტების დამწერებს,წინა თამაშები არც უნახიათ და აზრზე არ არიან რას ლაპარაკობენ.თუნდაც მექვაბიშვილი,ჩისკოს მოსვლამდე,დინამოს ძირითადში არ თამაშობდა?ახლა დინამო 2-შია.ესე იგი არ არის ცუდი ბიჭი.ამ ნაკრების წევრები იყვნენ კვარაცხელია და დავითაშვილიც, რა თქმა უნდა ისინიც დააკლდნენ გუნდს.ახალგაზრდული ნაკრების საქმე,დიდი ნაკრებისათვის კადრების მომზადებაა,დავითაშვილის და კვარაცხელიას გარდა,ნიკა მალიც დიდ ნაკრებშია.ესე იგი,ის თავის მოვალეობას,კარგად ასრულებს და ევროპის გუნდები,მანდ გამარჯვება დამარცხებას,დიდ მნიშვნელობას არც ანიჭებენ.ჩვენგან განსხვავებით.
სოსო
10 ოქტომბერი 2020 11:00
5
ცეცაძის დროს გუნდი უკეთესი იყო, არაბიძე საერთოდ არ გამოიძახეს, რომელიც საუკეთესო იყო მაგ გუნდში,ალბათ აღარც აინტერესებთ როგორ ფორმაშია, არასწორად და მიკერძოებულად დააკომპლექტეს გუნდი და შედეგიც სახეზეა, ძალიან უსუსურად ითანაშეს
ზაზა
09 ოქტომბერი 2020 22:33
0
სილაგაძე და არველაძის გარდა ფეხბურთიდან ყველა შორს იყო
დაT
09 ოქტომბერი 2020 22:20
6
სილაგაძეს საერთოდ რა უნდა ნაკრებში,ჯერ საერთოდ ვეფ გარკვეულა რა უნდა ქნას მინდორზე,არველაძე ჯარიმის დარტყმად თუ ფეხბურთს ეძახის მაშინ ფეხბურთი საერთოდ სხვა ყოფილა,11-ნომერი რომ საბურთალოს დავალებით ყავს მაისურაძეს ცხადია,ზოგი ახლობლობით,საუკეთესოებს არ იძახებს ან არ ათამაშებს,
თენგო
09 ოქტომბერი 2020 23:30
0
Daabrunet cecadze da acalet mushaoba
Gia
09 ოქტომბერი 2020 22:07
0
ეს მაისურაძე მხოლოდ ნათლულებს და ახლობლებს ათამაშებს ნაკრებში,ვინ არის სილაგაძე რას გავს? ან 7-ნომერი ვინ იყო,აი სწორედეს არის ახლობლობა და შედეგმაც არ დააყოვნა,ნაკრები თავისი გონიათ ამ უბედურებს
თენგო
09 ოქტომბერი 2020 21:55
1
7 ნომერი არის ანზორ მექვაბიშვილი, რომელიც საქართველის მე-5 ლიგაში თამაშობს დინამო 2-თან ერთად. პირადული არაფერი მაგ ბიჭთან, მართლა მე-5 ლიგაში თამაშობს
როგორ არ იცი?
09 ოქტომბერი 2020 23:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული