U21. საქართველომ სლოვაკეთი მინიმალური სხვაობით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 წლამდე ფეხბურთელთა 2021 წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოლო შეხვედრაში სლოვაკეთს დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 2:1.

ვასილ მაისურაძემ 3-4-3 სათამაშო სტრატეგია აირჩია. ნომინალური სამი მცველის გარდა, ფლანგებზე ნიკა მალი და ანზორ მექვაბიშვილი მოქმედებდნენ. ნახევარდაცვის ცენტრში ბექა დარცმელიასთან ერთად გიორგი ქოჩორაშვილი მოქმედებდა, შეტევით ფაზაში კი აზაროვი,
კუხიანიძე და გულიაშვილი ირჯებოდნენ.

მატჩის მე-9 წუთზე ფაბიშმა საკუთარ კარში გაიტანა, რამაც მასპინძლებს თავისუფლად თამაშის შესაძლებლობა მისცა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ჯვაროსნებმა" მეტოქეს თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში
აჯობა და მოპოვებული უპირატესობა არ გაანიავა.

მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს. 78-ე წუთზე დარმცელიას პასით ანზორ მექვაბიშვილმა გაიტანა, მატჩის მიწურულს კი სლოვაკთა 9-იანმა მიროსლავ გონომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აწ უკვე დასრულებულ შესარჩევ ეტაპზე ჩატარებულ 10 მატჩში ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა 5 მატჩი წააგეს, 5 მოიგეს, 15 ქულა დააგროვეს და მე-2 ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს.


12 ნოემბერი, მიხეილ მესხის სახელობის არენა


საქართველო U21 - სლოვაკეთი U21 2:1


გოლები: 1:0 ფაბიში (9, ს.კ.), 2:0 მექვაბიშვილი (78), 2:1 გონო (90+1)


საქართველო: მამარდაშვილი, ანდრონიკაშვილი (ჯინჯოლავა, 46), ბერიაშვილი, ძოწენიძე (ძებნიაური, 86), მალი, მექვაბიშვილი, დარცმელია, ქოჩორაშვილი (კუცია, 71) - კუხიანიძე (სპანდერაშვილი, 78), გულიაშვილი, აზაროვი (ტაბატაძე, 79).

სლოვაკეთი: პეტრაში, მოიზისი, მეშიკი, თუმა, ფაბიში (ვალო, 60), ჰერკი, გონო, სტრელეჩი (მუდრი, 87), ალმასი (კადაკი, 61), დურიში (ტრუსა, 82), ჩობოტი (კმეტი, 82).

მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავთ!!!
tngh
18:14 12-11-2020
1
ეს მამარდიანი შუა ცენტრიდან რომ უშვებს გოლს ვერ ხედავს მწვრთნელი და ამ დროს გუგეშაშვილს არ იძახებს პირადი კონფლიქტის გამო,,ნაკრები თავისი გონია
კაკო
17:43 12-11-2020
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული