
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში უელსს დაუზავდა - 0:0.
მე-10 ჯგუფში მატჩები ნორვეგიაში იმართება. დღეს მასპინძლებმა კოსოვო 3:0 დაამარცხეს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 9 ოქტომბერს კოსოვოს, 12 ოქტომბერს კი ნორვეგიას შეხვდება.
ლავრიკი. "ფრამპარკენი"
საქართველო - უელსი 0:0
საქართველო: ხარატიშვილი, ჩხეტიანი (ბაგრატიონი 63), პირტახია, სალუქვაძე, დუნდუა, ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე, გეგუჩაძე (ცხოვრებაშვილი 80), გვიშიანი, კვერნაძე (სიხარულაშვილი 86), გ. მამაგეიშვილი (ხაბულიანი 86)