U17. საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები შოტლანდიაში, ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, მასპინძელ შოტლანდიასთან 1:6 დამარცხდა და ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა.

ჯგუფში პირველ ადგილზე გერმანია გავიდა, მეორეზე - შოტლანდია, მესამეზე - საქართველო, ხოლო მეოთხეზე - ჩეხეთი.

შეგახსენებთ, გიორგი ჩიტაურის გუნდი აქამდე გერმანიასთან დამარცხდა (0:3), ჩეხეთს კი სძლია (2:1).

ფალკირკი. „კომუნიტი სტადიუმი“

საქართველო - შოტლანდია 1:6
გოლები: 0:1 კუპერი (9), 0:2 დოუკი (43), 0:3 დოუკი (44), 1:3 ხაჩიძე (47), 1:4 უილსონი (51), 1:5 ხარჩილავა (61, საკ. კარში), 1:6 დოუკი (84)

საქართველო: კოპალიანი, გობეშია, ხარჩილავა, ნარიმანიძე,
რობაქიძე, ალიბეგაშვილი (ნინიძე 79), ლორთქიფანიძე, სიგუა, ცეცხლაძე, პარკაძე (ფარცვანია 64), ხაჩიძე (ბასილაძე 64)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩიტაური-წადი-რა-ხინკალი-მოახვიე,სად-ჩიტაური,სად-ფეხბურთი...
agmsarebeli
18:52 30-03-2022
0
ჩიტაურს ვინ ეკითხება რამეს,ჩიტაურის ფუნქცია ნაკრებში ჩარიცხული ხელფასის ნახევარის უკან დაბრუნებაა ფედერაციის მესვეურებთან,კოკრეტულად იაშვილი მუჯირი და კობიაშვილი..აი ამაში არის პროფესიონალი,მწვრთნელობა რა მაგის საქმეა,იგივეს აკეთებს მაისურაძე ოღონდ უპირატესობა ის არის რომ ზოგიერთ ფეხბურთელს მაისურაძე იძახებს,დანარჩენის სია აქვს..აი უბედურება ჩვენი ფეხბურთის
luka
16:25 30-03-2022
1

სიახლეები პოპულარული