17-წლამდელთა ნაკრები თურქეთის წინააღმდეგ 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე ვაჟთა ნაკრები რუსთავის აკადემიის მოედანზე თურქი თანატოლების წინააღმდეგ 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. შეხვედრები 25 და 27 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

აღნიშნული მატჩებისთვის 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ხიზანიშვილმა 22 ფეხბურთელი გამოიძახა.

U17 | შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი, თბილისი), მათე საური (დინამო, თბილისი).

მცველები: დავით ქელდიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო), გიორგი მეფარიშვილი (დინამო, თბილისი), ლუკა შაშიაშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი გოგატიშვილი (სფფ-ის აკადემია), გიგი შენგელია (სფფ-ის აკადემია), ნიკა ბენდიანიშვილი (დინამო, თბილისი), გიგი გოგია (ქვინზ პარკ
რეინჯერსი, ინგლისი), რატი გრიგალავა (დინამო, თბილისი).

ნახევარმცველები:
ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო, თბილისი), დათა ინაიშვილი (სფფ-ის აკადემია), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), გიორგი ჩაჩუა (საბურთალო), გიორგი კანკია (სფფ-ის აკადემია), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო, თბილისი), ავთანდილ მაშავა (სფფ-ის აკადემია), საბა სამუშია (სფფ-ის აკადემია), თემურ ოდიკაძე (დინამო, თბილისი).

თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია (დინამო, თბილისი), ვახტანგ სალია (დინამო, თბილისი).

17-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება.

მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე - 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.

25 ოქტომბერი | საქართველო V ისრაელი
28 ოქტომბერი | საქართველო V ინგლისი
31 ოქტომბერი | საქართველო V ლიეტუვა

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი ბავშვიც არ არის რეგიონიდან.ეს ხომ რეგიონებში მოტივაციას უკარგავს თაობებს.ასე ფეხბურთი წინ ვერ წავა.თბილისის იქით არ იხედებიან.
ჯანაშია ვაგნერი.
23:43 20-06-2022
1
რატომ არის ორივე ხიზანიშვილი ნაკრებში მწვრთნელად?რითი არიან სხვაზე მაგარი?ეხლა უ-17 მამაც დაუსაქმებიათ..მერე კიდევ საუკეთესო ბავშვებს ტოვებს და არ იძახებს ნაკრებში,პირდაპირ უთხრა მშობელს ეხლა ვერ გამოვიძახებო შემდეგ შეკრებაზეო,რატომ გონიათ ამ ხიზანიშვილებს ნაკრები თავისი?
gizo
22:07 20-06-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული