საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა რუსთავში გამართულ უეფას განვითარების თასზე 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენმა ასაკობრივმა სამთა ტურნირის მეორე მატჩში აზერბაიჯანი მინიმალური სხვაობით - 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი და გამარჯვების გოლი 50-ე წუთზე სფფ-ის აკადემიის ფეხბურთელმა ავთანდილ მაშავამ გაიტანა, რომელმაც საბა გეგუჩაძის გადაცემა ზუსტად გამოიყენა და 16-წლამდელთა ნაკრებს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი ივნისიდან 17-წლამდელთა ნაკრები გახდება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 25, 28 და 31 ოქტომბერს ინგლისის, ისრაელის და ლიეტუვის წინააღმდეგ ჩაატარებს. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო
უმასპინძლებს.

2022 - უეფას განვითარების თასი

11 მაისი - საქართველო 1:1 (4:3/პენ) ზამბია
13 მაისი - აზერბაიჯანი 1:3 ზამბია
16 მაისი - საქართველო 1:0 აზერბაიჯანი

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
სად უეფა სად ზამბია
ბუჯანგა
18:44 28-02-2023
0

სიახლეები პოპულარული