რამაზ სვანაძე: ვეცდებით, ეს წაგება სასიკეთოდ გამოვიყენოთ

AutoSharing Option
სტუმრად ამხანაგურ მატჩში პორტუგალიასთან 1:4 დამარცხების შემდეგ, nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ნახევარმცველმა ნიკა გაგნიძემ გააკეთეს:

რამაზ სვანაძე (21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ცუდია, რომ ძალიან კარგი სერია რომელიც გვქონდა, დღეს შეწყდა. უფრო ცუდი ის არის, რომ თამაში შეიძლება წავაგოთ, მაგრამ დღეს ჩვენ ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რომლითაც ბოლო წლებში თავი დავამახსოვრეთ გულშემატკივარს.

ვეცდებით, რომ ეს წაგება სასიკეთოდ გამოვიყენოთ, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ძალიან კარგია, რომ ესეთ გუნდებთან ვთამაშობთ. მიუხედავად მარცხისა, ეს ჩვენთვის არის უდიდესი გამოცდილება, ზუსტად ის
გამოცდილება, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება ევროპის ჩემპიონატზე".

ნიკა გაგნიძე (21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი): "ვფიქრობ, რომ დღევანდელი შედეგი პირველ რიგში განაპირობა იმან, რომ ჩვენ ვერ ვითამაშეთ ჩვენი თამაში, ვერ ვაჩვენეთ ჩვენი პლუსები და საბოლოოდ მივიღეთ ეს შედეგი.

მაგრამ წინ არის მეორე თამაში, სადაც ვეთამაშებით თურქეთს და ვეცდებით, ის შეცდომები, რომლებიც ამ თამაშში დავუშვით, გამოვასწოროთ და მოვახდინოთ რეაბილიტაცია ჩვენი თავის და გულშემატკივირის წინაშე".

მკითხველის კომენტარები / 5 /
მოაშორეთ ეს უვიცი აქედაან @@ ვინ დანიშნა საერთოდ და რა დამსახურებებისთვის ?? ამ ნაკრებს დაემატებიან კვარაცხელია დავითაშვილი მიქაუტაძე ჩაკვეტაძე მამარდფაშვილი და სხვები და ასეთ უმაგრეს შემადგენლობით მინიუმიმ ნახევარგინალში უნდა გავიდეთ და ამ ვითომ "მწვრთნელის" ხელმძღვანელობით ჯგუფიდანაც ვერ გავალთ !@ თავის დროზე დიდ დინამოში თამაშობდნენ ყიფიანი გუხაევი მაჩაიძეები ჩივაძე ხინჩაგაშვილი მაგრამ ვერაფერს ვერ აღწევდნენ სანამ ახალკაცი არ მოვიდა ! წესიერი მწვრთნელი დანიშნონ სანამ გვიანი არ იქნება !!
zura222
25 სექტემბერი 2022 05:55
6
მართალს იძახი მეგობარო,სვანაძეს საკუთარ კანტორად აქვს გადაქცეული ნაკრები,მამიმისი ბიძა ოჯახის წევრები ყველა მანდ ყავს დასაქმებული და სოლიდურ ანაზღაურებასაც იღებენ,პირადი ინტერესების გამო არ გამოიძახა საჯკეთესო ფეხბურთელები(დარცმელია ბულისკირია შერვაშიძე ინჯგია) და უთამაშებელი ფეხბურთელები ყავს ნაკრებში.იქნებ ახზნას რატომ..რაღაც ფინანსურ სარგებელს გავს ეს ყველაფერი სვანაძეებისგან..
zura223-s
25 სექტემბერი 2022 17:05
0
დიდი ალბათობით ვერ დაემატებიან ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები, ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისს იწყება, 14-15 ივნისს და 19-20 ივნისს ევრო-2024-ის შესარჩევი ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩები აქვს ეროვნულ ნაკრებს.
მაქსიმუმ თუ ხუთგუნდიან ჯგუფში მოვხვდებით და ნაკრების ხელმძღვანელობა წინასწარ გათვლის, მხოლოდ 14-15-ში გვექნება ტური და ახალგაზრდულს მიაშველებს მერე ბიჭებს, ან ზოგიერთს წინასწარ დაუთმობს, მაგალითად მექვაბიშვილს და ვთქვათ სიტყვაზე წიტაიშვილს. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, 9 ოქტომბრის კენჭისყრაზე და შესარჩევის კალენდარზე.
ქომაგი
25 სექტემბერი 2022 16:52
0
ყველა გამოხმაურება
ათამაშე კლუბებში უთამაშებელი ფეხბურთელები ნაკრებში და რა შედეგსაც მიიღებ , მერე დაიკვეხნე...
დავითი
25 სექტემბერი 2022 04:44
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული