მზადება თურქეთთან მატჩისთვის - ახალგაზრდულმა სტამბოლში ივარჯიშა

AutoSharing Option
დღეს, ახალგაზრდულმა ნაკრებმა, თურქეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. რამაზ სვანაძის გუნდმა სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქაზიმფაშას სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი).

მცველები: ივა გელაშვილი (სიონი ბოლნისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), დავით სამსონია (შუქურა ქობულეთი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ლევან ხარაბაძე (პაფოსი, კვიპროსი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ბექა ხარაიშვილი (ლოკომოტივი თბილისი), მათე
აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), საბა საზანოვი (დინამო მოსკოვი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ოთარ ფარულავა (გაგრა), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (თელავი).

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
საზანოვი არა კალმახოვი, საზონოვია ეგ ბიჭი))
ვენეციის კომისია
11:07 27-09-2022
1
ლუკა გაგნიძე ნაკრებში!
რიკი
10:56 27-09-2022
3

სიახლეები პოპულარული