ეროვნულიდან ახალგაზრდულში - 21-წლამდელებს სამი ფეხბურთელი დაემატათ

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, უკრაინასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას ეროვნული გუნდის 3 ფეხბურთელით განაგრძობს.

გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი წიტაიშვილი გუნდს შეუერთდნენ და დღეიდან საწვრთნელ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

მაროკოსთან გამართულ ახმანაგურ მატჩში, სამივე მათგანმა მიიღო მონაწილეობა - მათ შორის გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელსაც ეროვნული გუნდის რიგებში დებიუტი ჰქონდა და მინდორზე 90 წუთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ კალენდარულ სეზონს, რამაზ სვანაძის გუნდი ორშაბათს, 21 ნოემბერს, გორში, უკრაინის 21-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს.

წყარო: Nakrebi.ge


მკითხველის კომენტარები / 10 /
როგორ ყველაზე მეტი ჩვენ ვიცით და არაფერი არცერთმა მწვრთნელმა გინდ ანჩე იყოს, გინდ ჩავი და გინდაც სანიოლი. როცა შედეგი ჰქონდა მაშინ მაგარი იყო. სანიოლმა უთხრა კაშიას რომ ცენტრში პასი ვერ გააკეთა 10მ-ანი და მამარდას ცენტრიდან გაეშვა თუ ვოლკოვს უთხრა კარიდან 5მ ბურთს ფეხი ააცილეო?! გაიხსენეთ ეს მომენტი 1-0ზე.
ზაკო
17:02 19-11-2022
0
Witaishvils travma ar miugia marokostan? ratom shecvala da saertod am bichs ra unda marcxniv da tan dacvashi? marjvena shemtevi naxevarmcvelia tan dzalian kargi...
Givi
15:52 19-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული