ეროვნულიდან ახალგაზრდულში - 21-წლამდელებს სამი ფეხბურთელი დაემატათ

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, უკრაინასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას ეროვნული გუნდის 3 ფეხბურთელით განაგრძობს.

გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი წიტაიშვილი გუნდს შეუერთდნენ და დღეიდან საწვრთნელ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

მაროკოსთან გამართულ ახმანაგურ მატჩში, სამივე მათგანმა მიიღო მონაწილეობა - მათ შორის გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელსაც ეროვნული გუნდის რიგებში დებიუტი ჰქონდა და მინდორზე 90 წუთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ კალენდარულ სეზონს, რამაზ სვანაძის გუნდი ორშაბათს, 21 ნოემბერს, გორში, უკრაინის 21-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს.

წყარო: Nakrebi.ge


მკითხველის კომენტარები / 10 /
ბიჯო რას გადააკვდენ ამ გორს?!)არ დადის ხალხი იქ სტადიონზე ნუთუ ვერ ხედავთ
გიუშა
21:45 19-11-2022
1
დავითაშვილიც მიეყოლებიათ მთავარში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ აკეთებს და იქნებ მანდ ქნას რამე
გიორგი კაჭკაჭიშვილი
21:06 19-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული