16-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები 28 იანვარს რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე ჩრდ. მაკედონიის ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდება. ამ გუნდებს შორის განმეორებით ამხანაგურ მატჩს 2 თებერვალს ისევ რუსთავი უმასპინძლებს.

გიორგი ჩიტაურის ფორმაციის გუნდმა ბოლო მატჩები გასული წლის ოქტომბერში თბილისში, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართა და ორივე (3:0, 1:0) შეხვედრაში მეტოქის დამარცხება შეძლო.

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი კვიპროსში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის შემოდგომაზე საკვალიფიკაციო რაუნდში - დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული