U16 | სლოვენია 3:1 საქართველო - მეორე ადგილი UEFA-ს განვითარების თასზე

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, სან-მარინოში გამართულ უეფა-ს განვითარების თასზე ჯგუფის ბოლო, მესამე ტურის შეხვედრა უშუალო კონკურენტის - სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 1:3 დამარცხდა.

შეხვედრაში ჩვენი ასაკობრივიდან ერთადერთი გოლი გიორგი მანუელ ჩუბინიძის ანგარიშზეა, რომელმაც ასაკობრივ დონეზე მეორე გოლის გატანა შეძლო. გიორგი ჩიტაურის გუნდმა ტურნირზე 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, კვიპროსში გასამართ 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, საკვალიფიკაციო რაუნდში დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძან ცუდი შედეგები აქვს ყველა ასაკობრივს, სლოვენიაზე უფრო ნიჭიერი ბავშვები როგორ არ უნდა გვყავდეს
გოგა
20:27 09-04-2023
0
ასაკობრივები არის ერთი სააგენტოს ინტერესებით და ნაცნობ ახლობლობით და მწვრთნელების და ფეხბურთელების შვილებით დაკომპლექტებული სადაც ბევრი საინტერესო,მაგრამ უპატრონო ბავშვი ვერც კი ხვდება. რას ვითხოვთ,ან რა შედეგი უნდა გვქონდეს? თამაშის ხარისხი საშინელი აქვს ყველა ასაკობრივს,უ 21 ის და უ18-19 ის თამადობით.კვარას გარეშე ეროვნულიც რა დღეშია კი ვხედავთ.
გია
00:14 10-04-2023
0

სიახლეები პოპულარული