U16 | სლოვენია 3:1 საქართველო - მეორე ადგილი UEFA-ს განვითარების თასზე

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, სან-მარინოში გამართულ უეფას განვითარების თასზე ჯგუფის ბოლო, მესამე ტურის შეხვედრა უშუალო კონკურენტის - სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 1:3 დამარცხდა.

შეხვედრაში, ჩვენი ასაკობრივიდან ერთადერთი გოლი გიორგი მანუელ ჩუბინიძის ანგარიშზეა, რომელმაც ასაკობრივ დონეზე მეორე გოლის გატანა შეძლო. გიორგი ჩიტაურის გუნდმა, ტურნირზე 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი კვიპროსში გასამართ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, საკვალიფიკაციო რაუნდში - დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს, 11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველო უმასპინძლებს.

nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული