ყველაფერი ევრო 2023-ზე - რა შანსი აქვს საქართველოს ოლიმპიადაზე გასვლის, ვინაა ტურნირის ფავორიტი და მთავარი ვარსკვლავი...

AutoSharing Option
21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველო და რუმინეთი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ. უკვე ვიცით საქართველოს ნაკრების განაცხადის შესახებ და ისიც, მეორე ტურიდან ფეხბურთელები ეროვნული გუნდიდან რომ დაემატება, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მომავალი გათამაშების მთავარი ვარსკვლავი იქნება - სერია "ა"-ს საუკეთესო მოთამაშე.

ჩვენს ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ახალგაზრდული ნაკრებები არიან. პორტუგალიელებმა ორი წლის წინ უნგრეთსა და სლოვენიაში ფინალში ითამაშეს და გერმანიასთან (0:1) დამარცხდნენ, ნიდერლანდელები კი ტურნირის 2-გზის გამარჯვებულები არიან. ამის მიუხედავად, ქართველთა მეტოქეები ევროფორუმის ფავორიტთა შორის არ მოიაზრებიან.

Sportall.Ge

21-წლამდელთა ჩემპიონატზე
ისეთ ფეხბურთელებსაც უთამაშიათ, როგორებიც მანუელ ნოიერი, ხავი, ანდრეა პირლო და ჰარი კეინი არიან...

მოქმედ ჩემპიონ გერმანიას ტიტულის დაცვა ძალიან გაუჭირდება. ესპანეთი, ინგლისი, საფრანგეთი და იტალია ჩემპიონობას გეგმავენ. საინტერესო იქნება ისრაელის ნაკრების ნახვა, მათმა 20-წლამდელებმა ხომ მსოფლიო ჩენპიონატზე სასწაული მოახდინეს და ბრაზილიელებს აჯობეს.

საქართველო და რუმინეთი დიდ ფორუმს პირველად არ მასპინძლობენ. რუმინელებმა ზუსტად მსგავს ტურნირს 1998 წელს უმასპინძლეს, სადაც ესპანეთმა გაიმარჯვა და ბუქარესტი ევრო 2020-ის ერთ-ერთი ქალაქიც იყო. რაც შეეხება საქართველოს - უეფას სუპერთასი 2015 წელს და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სტადიონებიდან ჩემპიონატს "დინამო არენა", "მიხეილ მესხი", "რამაზ შენგელია" და "ბათუმი არენა" უმასპინძლებს, რუმინეთიდან კი - ბუქარესტისა და კლუჟის 2-2 არენა. გახსნითი მატჩი რუმინეთში ჩატარდება, ფინალს კი, ისევე, როგორც ერთ ნახევარფინალურ შეხვედრას, "ბათუმი არენა" დაუხვდება. "დინამო არენაზე" ყველაზე ცოტა მატჩი (3) ჩატარდება, მხოლოდ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მონაწილეობით. ორივე ქვეყანა ორი ჯგუფის მასპინძელი იქნება.

Sportall.Ge

მასპინძლების გარდა, ტურნირზე კიდევ 14 ქვეყანა იასპარეზებს - გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები, ესპანეთი, უკრაინა, ხორვატია, ჩეხეთი, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია, შვეიცარია, ისრაელი.

ტურნირზე 2024 წლის ოლიმპიადის 3 საგზური თამაშდება. თუ ნახევარფინალში საფრანგეთი ან ინგლისი გავლენ (ერთი მომავალი ოლიმპიადის მასპინძელია, მეორე დამოუკიდებლად არ მონაწილეობს), მაშინ დანარჩენი სამი ოლიმპიადაზე ავტომატურად მოხვდება. თუკი ნახევარფინალში ხსენებული ორივე ქვეყანა გავა, მაშინ საგზური საუკეთესო ორ მეოთხედფინალისტს შორის გათამაშდება. თუ ფინალში გადასასვლელ მატჩში ვერცერთი ითამაშებს, საუკეთესო მესამე ნახევარფინალისტების დაპირისპირებით გაირკვევა. თუკი ახლა ტურნირზე მონაწილეობის უფლება 2000 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ დაბადებულებს აქვთ, ოლიმპიადაზე ეს მაჩვენებელი 2001 წლამდე გადაიწევს, ოღონდ 21 წელს ზემოთ გუნდებს მხოლოდ სამი მოთამაშის დამატების უფლება ექნებათ.

Sportall.Ge

კვარაცხელიას შესახებ უკვე ვთქვით. რაც შეეხება სხვა ვარსკვლავებს, გერმანიის ნაკრების რიგებში (მათ თამაშებსაც საქართველოში ვნახავთ და შესაძლოა, მეოთხედფინალშიც დავუპირისპირდეთ) 18 წლის იუსუფა მუკოკო იქნება, დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი. მათგან ასევე ვაგნომანს ("ჰამბურგი") და შადეს ("ბრენდფორდი") გამოვარჩევთ.

საფრანგეთის ნაკრებში ამინ გუირის აღვნიშნავთ, რომელმაც "რენის" რიგებში 15 გოლი გაიტანა და "მილანის" მცველს, 23 წლის პიერ კალულუს.

მთავარი კაცი "მილანიდან" ჰყავს ამ ტურნირის 6-გზის გამარჯვებულ იტალიას, ნახევარმცველი სანდრო ტონალი, რომელსაც პირლოსა და გატუზოს ნაზავს უწოდებენ. მოისე კინმა ტურნირზე მონაწილეობაზე უარი თქვა. სხვათა შორის, მსგავსი რამ "ლევერკუზენის" ნიდერლანდელმა მცველმა ფრიმპონგმაც განაცხადა.

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებს ყველა ის მოთამაშე რომ მიეწვია, რომლებსაც თამაშის უფლება აქვთ, მაშინ ეროვნული გუნდი "ერთა ლიგის" ფინალის წინ სერიოზულად უნდა დაესუსტებინა. აქ ახლა მთავარი ხალხი გაბრი ("სელტა"), ალექს ბაენა ("ვილიარეალი") და ანდერ ბარენეტხეა ("სოსიედადი") არიან. ესპანეთს, რომელმაც ბოლოს აქ 2019 წელს გაიმარჯვა, ტურნირის მეექვსედ მოგების შანსი აქვს და ამით იტალიას დაეწევა.

ინგლისის ნაკრები "შიმშილს" აქაც განიცდის, ეს ტურნირი 1984 წლის შემდეგ არ მოუგია. მათი განაცხადიდან გამორჩეულები "არსენალელი" ემილ სმიტ-როუ და "ლივერპულელები", კურტი ჯონსი და ჰარვი ელიოტი არიან.

Sportall.Ge

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულები:

1978 - იუგოსლავია;

1980 - სსრკ;

1982 - ინგლისი;

1984 - ინგლისი;

1986 - ესპანეთი;

1988 - საფრანგეთი;

1990 - სსრკ;

1992 - იტალია;

1994 - იტალია;

1996 - იტალია;

1998 - ესპანეთი;

2000 - იტალია;

2002 - ჩეხეთი;

2004 - იტალია;

2006 - ნიდერლანდები;

2007 - ნიდერლანდები;

2009 - გერმანია;

2011 - ესპანეთი;

2013 - ესპანეთი;

2015 - შვედეთი:

2017 - გერმანია;

2019 - ესპანეთი;

2021 - გერმანია.

altმომავლის ვარსკვლავები, რომლებიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან - იქნება კვარაცხელია?

alt"კვარა", "მამარდა", ზურიკო, მიქაუტაძე - 21-წლამდელთა გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

altსანამ ხვიჩა და სხვები მოვლენ... - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობის განხილვა - პორტუგალიით ვიწყებთ!..

altკვარაცხელიასთან ერთად ყველაფრის გწამს - რას ვითხოვთ ლიდერისგან დატვირთული სეზონის შემდეგ...

altქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი თვე, რომელიც ისტორიულად უნდა ვაქციოთ - ფსიქოლოგიური ბარიერები მოხსნილია!..

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვეთანხმები აქ გამოთქმულ აზრებს, არ ვემხრობი კვარას ამ ტურნირზე თამაშს... ვთქვათ და ვერ გავედით ჯგუფიდან, რისი დიდი შანსი არის, ისევ ხვიჩა დაზარალდება
toti
13 ივნისი 2023 16:00
0
ქვეყანას აზროვნება და გაქანება რო გვიჭირს ეს უტყუარი ფაქტია,თუმცა იმედი მაინც არსებობს,იქნებ მომავალში შეიცვალოს რამე. ფლეისთეიშენი თამაში გონიათ რეალობაში ფეხბურთის თამაში. არიქა ვარსკვლავები გამოგვიჩდნენ,აგერ ხვიჩა დაფრინავს და წარმატების შანსი გვაქვსო,თუმცა ეგრე არ ხდება. ფეხბურთი არის გუნდური თამაში,იგებს სწორი ტაქტიკა და დაბალანსებული შემადგენლობა. კაცი რო ორ ოფიციალურ თამაშს ჩაატარებს ეროვნულში და 3 დღეში ისევ თამაში მოუწევს,რა უნდა გააკეთოს? ან დასვენება არ უნდა ან შეთამაშება? ასე ლაპარაკს აზრი არ აქვს,ჯობია მაგალითებით ვისაუბროთ.პსჟ ყავდა მესი,მბაპე და ნეიმარი,ცენტრში ევროპის ჩემპიონი ვერატი და ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე დონარუმა,თუმცა ლიგა ვერ მოიგო.ბავარიამ მოუგო და გაგდო,თან გოლიც ვერ გაუტანა. უფრო შორს წავიდეთ,გალაქტიკო ყავდა რეალს,თუმცა 1/8 ფინალს ვერც ცდებოდნენ 8 წელი. მავანი იტყვის,რომ მამარდა გვყავს კარშიო,მერე რა? ალისონი ედგა რომას კარში,თუმცა ლივერპულმა 10 გოლი გაუტანა ორ თამაშში.სამაგიეროდ,ლივერპულში გადავიდა და ეპლი მოიგო,ყველაზე მეტი მშრალი კარი ქონდა. ტიტულებს ვარსკვალური სახელები კი არა,დაბალანსებული გუნდები იგებენ. ხვიჩა გარანტირებულად ხალხს მიიყვანს სტადიონზე,თუმცა შედეგს ვერ დაგიდებს. როგორც ყოველთვის,მოლოდინები დიდი გვაქვს ხოლმე დასაწყისში,თუმცა მერე იმედგაცრუებაში გადადის ხოლმე,რადგან არასწორი მოლიდინებია და უმიზნოდ კეთდება ყველაფერი. რა არის მიზანი უ21 ნაკრების? კარგი ახალგაზრდები გამოიძახონ და მოამზადონ ეროვნული ნაკრებისთვის. ოლიპიადაზე გასვლა არის მიზანი? 17 წლამედელებს ქონდათ წარმატება,თუმცა რითი გაგრძელდა? ხვიჩა,დავითაშვილი,მამარდა,მიქაუტაძე ნანახია უკვე და აღარ საჭიროებს ზედმეტ გამოფენას,ისინი არიან ნაკრების იმედი და მომავალი. ახლა,უნდა ეცადო რო სხვებს გაუწიო პოპულარიზაცია და ათამაშო,თუ თავს გამოიჩენენ და კარგი ტურნირი ექნებათ,ნორმალურ კლუბებში გადავლენ და კვალიფიკაციას აიმაღლებენ. ასე იკვრება ბირთი და რეზერვი,რაც წარმატებამდე მიგვიყვანს. ხო გახსოვთ,ხვიჩა გვეყოლება და მაკედონიას გავარღვევთო,ხოდა რა მოხდა? გაარღვიეთ? გამოგვაკლდა ხვიჩა და ჩავქიმეთ. ადრე დავწერე მსგავსი კომენტარი და დამცინეს,სიმართლე დასაცინი გახდა და არის ამ ქვეყანაში. იმის გამო რო ვიღაცამ თავისი ეგო დაიკმაყოფილოს,ხვიჩას თამაში ნახოს ან ბავშვს ანახოს,მომავალს ვსპობთ და სხვებს ვჩაგრავთ,რამეთუ ახალგაზრდული ნაკრებები არის ეროვნულის მოსამზადებელი ეტაპები. ოლიმპიადაზე ნეიმარსაც უთამაშია და სხვებსაც,თუმცა იქ ტურნირის მოგებაზე ქონდათ გათვლა,ბრაზილია და მიტომ.მარტო ფეხბურთში კი არა,ყველაფერში ასე ხდება,ერთი წუთის სიამოვნებისთვის ანგრევენ ყველაფერს. არის ასეთი ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი,რომელიც ეროვნული ლიგის გამორჩეული შემტევი იყო და ახლა ბოსნიაში თამაშობს,ხოდა რატომ უნდა დაიჩაგროს მიქაუტაძის ან დავითაშვილის გამო? ეროვნულში მათ გამო არ იძახებენ და არც ახალგაზრდულში უნდა მიეცეს შანსი? წესად მოგვდგავს ერს ადამიანების დაჩაგრვის წახალისება,რა ასე არ არის? ხვიჩა არ იჩაგრებოდა საქართველოში? ვიღაც პლაჟდან წამოყვანილი ბრაზილიელიები და ჯუნგლებიდან წამოყვანილი აფრიკელები დარბდნენ დინამოს სასტარტოში,ხვიჩა გაანათხოვრეს. რო არა რუსეთი და რუბინი,მისი ნიჭი დაიკარგებოდა და ეხლა კარგია ხო ვარსკვლავი რო გვყავს და ქართველია,სერიას ა წლის მოთამაშე და ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა რო გახდა? შანსი თუ არ მიეცა ადამიანს,საიდან დაგიმტკიცებს რამეს,დაიგინოს? არა ახალგაზრდა ბიჭების დაჩაგვრას ეგოს დასაკმაყოფილებლად და არა უმიზნოდ რაიმეს კეთებას.
ფარნავაზ ფარნავაზიანი
13 ივნისი 2023 10:26
2
გეთანხმები
Maximus
15 ივნისი 2023 10:02
0
მოიცე კინი რო ხარ და იტალიაში თამაშზე უარს ამბობ, ნაკრებში მიგიწვიონ კკი არა, ტელწვიზორშიც აღარ უნდა გაყურებინონ იტალიის თამაშებს
რეზო
13 ივნისი 2023 00:22
0
2017 წელს იყო u19 საქართველოში და არა 2019ში.
მეზღვაური
13 ივნისი 2023 00:15
0
Me momxre var daisvenos xvicham, magram tu itamashebs vin gaacherebs xvichas da miqautadzes
Dato
12 ივნისი 2023 21:56
1
ჯობია რომ არც ხვიჩა და არც სხვები აღარ მიავლინონ ახალგაზრდულში მაინც არანაირი შანსი აღარ გვაქვს @@ რატოომ ? იმიტომ რომ ის უცოდინარი სვანაძე დატოვეს ძმაკაც-ნათრესავ-მეზობლებმა ფედერაციიდან @@@ არადა როგორ ველოდი ამ ჩემპიონატს და რა მაგარი შანსები გვექნებოდა ნორმალური მწვრთნელის ხელში ! თუ ჩემპიონობის არა საპრიზოზე გასვლის მაინც და ოლიმპიადაზე მოხვედრის !
zura222
12 ივნისი 2023 16:44
15
მარტო ხვიჩა ვერაფერს იზამს. ნაკრებებიდან ყველაზე სუსტი რაც მახსოვს სულ 21-წლამდელთა გუნდია. ეს ის პერიოდია, როცა არც უცხოურ კლუბებში გვყავს ჯერ მოთამაშეები და სხვაობაც უკვე დიდია ძლიერ საფეხბურთო ქვეყნებთან. მე პირადად დიდი იმედი არა მაქვს.
Odala
12 ივნისი 2023 15:22
6
1995 თუ 1996 წელი იყი, ინგლისის ახალგაზრდული რომ დავჯაბნეთ ბათუმში... ჩვენს იუნკერებს მეტი წონა აქვთ მსოფლიოში, ვიდრე ეროვნულს... მთავარია, თავისი ქართული სტილით ითამაშონ! მჯერა ჩვენი ახალგაზრდების! ისინი ყოველთვის მაქსიმუმს დებენ მოედანზე!!!
Mazzola
12 ივნისი 2023 18:23
0
წიტაიშვილს თუ ათამაშებენ, ჩაეთვლებათ წაგება.
ქ. გ.
12 ივნისი 2023 13:53
9
გეთანხმებით შეთამაშება და გუნდურობაა მთავარი ინდივიდუალიზმის ხარჯზე მაქსიმუმ 1 თამაშს მოიგებენ და ნახვამდის.თუ ბიჭებმა გაუგეს ერთმანეთს შორს ეავლებ…იმედია ეროვნული ნაკრებიდან ბევრუ დაემატება…ხვიჩა არა არა და არა!გადაიღალა ბიჭი დაასვენეთ!ღმერთმა არ ქნას დაიტრავმოს გავ….ახალგაზდულ ჩემპიონატს
შახრუდინი
12 ივნისი 2023 13:44
10
შეთამაშება რამდენად მოხდება ეგაა საქმე, გუნდურობის გარეშე მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობით გაჭირდება სერიოზული წარმატების მიღწევა.
რრრ
12 ივნისი 2023 12:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული