ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს "დინამო არენაზე" პორტუგალიასთან მატჩით გახსნის. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ტურნირისთვის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი,
პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი).

გაფართოებული სიის სამი წევრი - გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი) და შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ევროპის ჩემპიონატამდე გუნდთან ერთად მოემზადება და საჭიროების შემთხვევაში მზად იქნებიან, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარონ.

გაფართოებულ სიაში მყოფმა ფეხბურთელებმა - გიორგი მიქაუტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ, შემადგენლობაში არყოფნის მიზეზებზე საკუთარი სოციალური მედიის არხებით ისაუბრეს.

ხვიჩა კვარაცხელია ("ფეისბუქის" პოსტი): "დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

გიორგი მიქაუტაძე ("ინსტაგრამის" პოსტი): "ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს და გულშემატკივარს. მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ მინდა იცოდეს გულშემტკივარმა, რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლოებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში რთული იქნება.

წარმატება საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ."

U21 | მატჩების განრიგი

21 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | 20:00
24 ივნისი | საქართველო V ბელგია | 20:00
27 ივნისი | საქართველო V ნიდერლანდები | 20:00

უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს "ბათუმი არენა" უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 52 /
წარმატებები!!! უფალი გფარავდეთ❤️
გულშემატკივარი
15 ივნისი 2023 19:13
1
ასეც ვიცოდი,ასე იცის წინასწარმა ბაქი-ბუქმა!!შარშან კალათბურთთზეც ასე იყო, ჯგუფიდან გავდიოდით ნახევარ ფინალში უნდა გვეთამაშა ჩვენი "ლომებით" და საბოლოოდ ჯგუფში ბოლო ადგილი დავიკავეთ!!!ახლაც ასე იქნება
სოსო
15 ივნისი 2023 19:15
18
კვარა და გიორგის მესმის და არავის აქვს უფლება გაამტყუნოს, მაგრამ პირველი იმიტომ უნდა ყოფილიყავი თუნდაც განაცხადში კვარათი რომ ფეხბურთი გაიგეს იმათაც მოიყვანდი სტადიონზე და ნაკრებს სავსე სტადიონზე მოუწევდა თამაშები, რამე რომ არ მოგეთხოვება არც გევალდებულება იმას რომ გააკეტებ ეგ არი მთავარი
Soso
15 ივნისი 2023 19:27
7
Mayurebeli tu marto kvaras pontshi apirebda misvlas gulshematkivrobas da ara saqartvelos nakrebistvis ar mjera,stadioni savse iqneba miuxedavad shemadgenlobisa
L.J .
15 ივნისი 2023 19:59
2
პირველად ტარდება მსგავსი დონის ტურნირი ფეხბურთში საქართველოში და ტიპები თურმე დაიღალნენ,ყველა იღლება ვინც შრომობს და თქვენ გიგასდებათ მაინც,ვერანაირ გამართლებას ვერ ვხედავ მათ საქციელში,ორივე რომ გვყოლოდა შანსი გვექნებოდა ღირსეულად გამოვსულიყავით
ლაშა
15 ივნისი 2023 22:42
9
მადლობა ბიჭებო დღეს არავის არ უყვარს სამშობლო
ირაკლი
15 ივნისი 2023 19:15
16
მარტო შენ გიყვარს ალბატ?
რეზო
15 ივნისი 2023 20:04
6
ვერავინ გაიგებს სინამდვიეში რაშია საქმე! შესაძლოა ფეხბურთელების კლუბები ჩაერივნენ ანდა ნაკრების მთავარ მწვრთნელთა გადაწყვეტილება იყო, რათა ფეხბურთელებს მთლიანი კონცენტრაცია ერთადერთ ნაკრებზე გაეკეთებინათ. მე უფრო არ მგონია, ფეხბურთელების პირადი ინიციატივა ყოფილიყო U21-ში ართამაში...
ლაშა
15 ივნისი 2023 19:45
4
მიუხედავათ ჩემი პატივისცემისა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ზურასავით და გიორგივით უნდა იყო პატრიოტი,21 წლის ბიჭებს დაღლა არ უნდა ეტყობოდეს მითუმეტეს ჩემპიონატი რამდენი ხანია მორჩა,მოსამზადებლად თამაში ჯობია თუ ვარჯიში რა თქმა უნდა პირველი ნაკრებია პრიორიტეტული,მაგრამ..........გამგებმა გაიგოს.
ხასანა ძია
15 ივნისი 2023 20:40
6
ე 90-ბის ფეხბურთელებს რომ აგინებდით საკლუბო კარიერას ( ანუ სადაც ხელფასს უხდიან)აძლევენ უპირატესობას ვიდრე ნაკრებსო ….30 წელი გავიდა შეიცვალა რამეე ..?! ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ყველას თავისი პრიორიტეტები …მე ვინ მეკითხება რომ ვინმე განვსაჯო !!! მაგრაამ ჩემსას იმას ვიტყვი რომ ნაპოლის …..და მეცი იქნება თუ ჩელსი იმის კიდევ ზემოდან …!!! და ღმერთმა ქნას ვცდებოდე მაგრამ ამათი უკვე არც დიდ ნაკრებში მჯერა …თუ არა და აგერ ბატონებო 17 და 20 ივნისი და გამოჩნდება !!!! აქ ყველაზე სამწუხარო ის არის რომ ეს “ დაკიდება” გადამდებიაა ( მაგიტომაც დარბოდა ქეცბაია მარტო ყველა თამაშში) ასე რომ ამათმა არა მარტო ახლა არიეს ორთავე ნაკრები …არამედ ეს გაგრძელდება წლები !!! დავბრუნდით 90-ბში ფული ბაბაია ფულიიიი …..!!!!
მდააა
15 ივნისი 2023 23:12
9
ამათ ხოჭოლავა სჯობია იმან ამხანაგურ და შესარჩევ თამაშებზე თქვა უარი და ამათმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ურჩევნიათ სალერნიტანასთან და ლე ჰავრთან თამაში …მიზეზი თუ რატომ ეს არის საინტერესო ბაბუ ლაურენტისის ფულების გამო ხომ არა ?! მერე ნაპოლის რა ეშველება …?! თუ ეგრე გადაღლილი იყო რას გამოდიოდა ბოლო ტურებში ( არაფერი გაუთბია მაგრამ მაინც ) მითუმეტეს ჩემპიონობის შემდეგ …რაც უნდათ ის უქნიათ მაგრამ როგორც მაგათმა დაიკიდეს ნაკრები და ქართველი გულშემატკივრები ისე მკიდია აწი მეც მაგათი კლუბები და მათი საკლუბო კარიერაც …აწი მაგ ნაპოლიზე არ ვიშალო ნერვები !!! თქვენ აქეთ და ადიდეთ რაც შეიძლება მეტი …პირველი იყო და მაკედონიასთან უცნაური გაქრობა ახლა ევროპის ჩემპიონატზე დაღლილობა …რითი გაასამებს ეგ არის საინტერესო !!! მგონი გასამებას ბევრჯერ მოყვება ეგეთები …..მაგრამ მაინც მადლობა ვუთხრათ რომ საქართველოს ნაკრები აირჩია და არა აზერბაიჯანის მემკვიდრეობით… ჰეეე სად ხართ მისი “ ზემლიაკები” გეტყობათ როგორ გიყვართ თქვენ საქართველო …. თითქოს ყოველ წელიწადს ტარდებოდეს საქართველოში ევროპის ჩემპიონატი ან ნაკრებები გადიოდნენ ეგეთ ტურნირებზე …ამას ქვია ზუსტად “ დაა….ნ საზეიმო ტორტსო “ …..!!!!
ჰმ
16 ივნისი 2023 00:44
5
მე არ მირჩევნია ხოჭოლავა კვარას,მისნაირი პატრიოტი არავინ არ არის ნაკრებში!!!ამას ბევრჯერ დაგიმტკიცებთ,კვარა მთელ ნაკრებს ჯობია!!
ჰმ-ს
16 ივნისი 2023 01:44
1
ყველა გამოხმაურება
ინგუში ვუნდერკინდის, ჰალიდ დოლტმურზიევის დამატება არ შეიძლებდა?!
ლაშა
15 ივნისი 2023 20:50
1
ბიჭო ისედაც ხო იცით რამდენს წუწუნებენ გუნდები ნაკრებში ხალხის გაშვებაზე,ჩვენ ვუხდით ხელფასის და ჩვენიაო-ყოველთვის გამოუშვეს ახლაც განოუშვეს,თან ქორწილი აქვს მალე და კიდე ახალგაზრდულზე თამაში მეტისმეტია-
მე ესე მაწყობს,ვიდრე ამ ზაფხულში გადაიტვირთოს ეგ ბიჭი და მერე დაეწყოს ამის გამო კრიზისი და ტრავმები.
რამ დაღალაო რო ამბობთ გაიხსენეთ ჩაკვე ყველა ასაკობრივ ნაკრებში რო დაარბენინებდნენ ვერ გაუძლო ორგანიზმმა.
ან სხვები გაიხსენეთ,
ვინც ამ ბიჭების პატრიოტიზმზე რამეს ამბობთ თქვენ რა გაგიკეთებიათ თქვე დივნის ლომებო.
ალბათ ვახო სანაია წერს სხვადასხვა ნიკებით.
მიქაუტაძეს რაც შეეხება მაგას ახლა ისეთი პერიოდი აქვს ახლა წყდება მაგის ბედი-კიდე ერთი ვარსკვლავი გვეყოლება თუ ერთი საშუალო დონის თავდამსხმელი და შეეშვით მაგასაც.
რაც კეთდება თქვენზე და ჩემზე უფრო კომპეტენტურმა ხალხმა გადაწყვიტა
ისევ საერთო საქმის სასარგებლოდ.
საერთო საქმე კიდე არ არის ახალგაზრდული ევროპა იმდენად რამდენადაც დიდი ნაკრები.
ან ისე სამართლიანად რომელი ახალგაზრდა და ნორჩი დინამოელი ხვიჩაა,კაცი სერიაAს საუჯკეთესოა.
ითამაშონ სხვებმა,არიან იქ კაი ბიჭები და აგერ ბურთი და აგერ მოედანი,იქნება კიდე ვინმემ გამოიჩინოს თავი,
იგივე გაგუამ ან ძალიან ჟილკიანმა გულიაშვილმა.
Levani
16 ივნისი 2023 03:09
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული