ამხანაგურ მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპირველობისთვის ემზადება, საკუთარ მოედანზე კვიპროსი 2:0 დაამარცხა.
გოლით და საგოლე გადაცემით თავი გიორგი წიტაიშვილმა გამოიჩინა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 21 ივნისს პორტუგალიასთან ჩაატარებს.
საქართველო - კვიპროსი 2:0
გოლები: 1:0 წიტაიშვილი (3), 2:0 ხვადაგიანი (51)
საქართველო: კუტალაძე (ყალიჩავა 84), გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი (კაპანაძე 62), საზონოვი, მოისწრაფიშვილი (სიგუა 75), წიტაიშვილი (ჯინჯოლავა 84), ნ. გაგნიძე (შ. ნონიკაშვილი 84), ლომინაძე (ო. მამაგეიშვილი 62), გულიაშვილი, გაგუა (ნ. ხორხელი 75)