ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა - მთავარი გამოწვევა მე-2 ტურის წინ...

AutoSharing Option
დღეისთვის, უკვე ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩი ქულებში უნდა შეგვეფასებინა და შოტლანდიაში წაგებულ შეხევდრაში (0:2) მონაწილე თითოეულ ფეხბურთელზე ინდივიდუალურად გვესაუბრა. სამწუხაროდ, კარგს ბევრს ვერაფერს ვიტყოდით და არც სასიამოვნო შეფასებები იქნებოდა. ჩვენ მაინც ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გლაზგოში ფეხბურთი არასათანადო პირობებში ჩატარდა. იმ გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ეროვნულ გუნდზე არ ვწერთ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებია, რომელმაც საშინაო ევროპირველობა წინა გათამაშების ფინალისტის, პორტუგალიელი თანატოლების (2:0) ძლევით დაიწყო.

Sportall.Ge

მასპინძლის სტატუსის (უკვე გამარჯვებისაც) მიუხედავად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში ფავორიტად არ მიიჩნევა და
მსგავსი სტატუსი არც პორტუგალიელებთან ჰქონია. აქედან გამომდინარე, რამაზ სვანაძის მიზანი ის იყო, მოწინააღმდეგისთვის ოპტიმალური ტაქტიკა შეერჩია, ამავდროულად, საკუთარი ფეხბურთელები დაერწმუნებინა, რომ მათ წარმატების მიღწევა შეეძლოთ, რაც "უმცროსი ჯვაროსნების" თავკაცს გამოუვიდა.

როცა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მეტოქეს აქვს და 3 ქულა შენ გრჩება, ყოველთვის შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ იღბალიც ჩვენ მხარეს იყო, თუმცა ქართველმა ახალგაზრდებმა საგოლე მომენტების მაქსიმალურად რეალიზება შეძლეს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის მუდამ პრობლემური იყო. პორტუგალიელების მიერ დაცვაში დაშვებული შეცდომები იდეალურად გამოვიყენეთ, თავად კი ლაფსუსები მინიმუმამდე დავიყვანეთ. ცენტრალურ მცველ ივა გელაშვილის თამაში უნდა გამოვარჩიოთ. ჯგუფის სხვა შეხვედრებში მხოლოდ ამის ხარჯზე გამარჯვება გაგვიჭირდება და კიდევ უფრო მეტია საჭირო. ჩვენი გუნდის ნახევარდაცვას, ჩაშლის გარდა, შეტევების განვითარებაზე ფიქრი მეტად დასჭირდება. სვანაძემაც თქვა, რომ მომდევნო მეტოქეზე ფიქრი გუნდმა მალე უნდა დაიწყოს - ჯერ არაფერი დასრულებულა, მხოლოდ პირველი მატჩი მოვიგეთ!

Sportall.Ge

მეორე გატანილ გოლზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. ზედიზედ მეორე მატჩია (კვიპროსთან ამხანაგურის შემდეგ), გიორგი წიტაიშვილის კუთხურის შემდეგ ტანმაღალ მცველს გოლი გააქვს. ამჯერად ეს საბა საზონოვი იყო. ჩაწოდების მომენტში კარგად ჩანდა, რომ მოსკოვის "დინამოს" მცველს ახლოდან არ ეთამაშებოდნენ, თუმცა ეს მაინც არ აკნინებს იმას, რომ კუთხურებს გოლად ვაქცევთ. ცუდად არც მოწინააღმდეგის სტანდარტულებისას გამოვიყურებით. ესაა პრობლემა, რომელიც ვილი სანიოლის გუნდის ბოლო მატჩებში ძალიან საგრძნობი იყო. ასე რომ, არის რაღაც, რაც შესაძლებელია, ეროვნულმა ნაკრებმა ახალგაზრდულისგან გაითვალისწინოს. 

გიორგი გაგუაზე ადრეც დავწერეთ. ის თანამედროვე ფორვარდია, კარგად მოძრაობს, ზონებს ათავისუფლებს, ორთაბრძოლებს იგებს. ესპანეთში მოთამაშე ქართცელს აქამდე ნაკრებში გატანილი არ ჰქონდა და კარგია, ეს მოახერხა - "ასისტების" დუბლის ავტორ წიტაიშვილის პასი, ცოტა მეტოქის დახმარებით, გოლად აქცია.

Sportall.Ge

მთავარი მწვრთნელი კიდევ ერთ საკითხში უნდა შევაქოთ. დაინახა თუ არა კონკრეტული პრობლემები, ცვლილება მაშინვე განახორციელა და მარცხენა ფლანგი ეროვნულიდან დაბრუნებული ირაკლი აზაროვით გააძლიერა. ის ბიჭები, რომლებმაც წინა დღით შოტლანდიაში ითამაშეს და მეორე დღეს 21-წლამდელებს შეუერთდნენ, ქების ღირსნი არიან. მატჩის ბოლოს მწვრთნელის მხრიდან საინტერესო ტაქტიკური ცვლილება ვნახეთ, როცა იერიშებზე აქტიურად მოფიქრალ გუნდთან კონტრშეტევების გამოყენება გიორგი გოჩოლეიშვილის სისწრაფის ხარჯზე ვცადეთ. სწორედ ამან განაპირობა, რომ მეტოქე კაცნაკლული დარჩა.

Sportall.Ge

საინტერესო იყო, რომ ვიგებდით, მაინც ბევრი ცვლილება ხორციელდებოდა და მოედანზე შემოსულები ეროვნული ნაკრების მოთამაშეები იყვნენ. ეს კარგად დაბალანსებულ შემადგენლობას ნიშნავს. ახლა დილემა ისაა, გამარჯვებული სასტარტოდან, ბელგიასთან დაპირისპირებისთვის, რამდენი ცვლილება უნდა გაკეთდეს. გიორგი მამარდაშვილსა და ლუკა გაგნიძეს ჯერ არ უთამაშიათ, ზურიკო დავითაშვილი კი მხოლოდ ცვლილებაზე შემოვიდა.

1-ელი ტურის შემდეგ ჯგუფს ვლიდერობთ. ბელგიელებს 24 ივნისს (20:00 სთ) დავუპირისპირდებით. მათი შემადგენლობიდან ყველაზე ცნობილი "მილანელი" შარლ დე კეტელაარია.

altU21. ევროპირველობის ბრწყინვალე დასაწყისი - საქართველომ ვიცე-ჩემპიონს სძლია! [VIDEO]

altრამაზ სვანაძე: ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ - ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება

მკითხველის კომენტარები / 29 /
როცა ასპროცენტიანი მოსაგები საჭიროება გვაქვს ყოველთვის ვაგებთ.
დღეს ან ფრეა ან მოგვიგებს ბელგია.
გენა
24 ივნისი 2023 09:06
1
პორტუგალიასთან რეალურად ფრეს ველოდით და სენსაციაა, თუმცა თუ ჩვენი ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები იქნებიან გაცილებით შორს გავლენ!
ლაშა
23 ივნისი 2023 14:55
2
ბელგიის ახალგაზრდები კარგ გუნდებში თამაშობენ
ვარლამი,პოლონეთიდან
23 ივნისი 2023 13:19
1
წარმატებები ბიჭებს!
სულ მალე მოხდება ის, რაც მოხდა ლორიასთან მიმართებით. ეს პერსპექტიული ბიჭები ჩაანაცვლებენ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს. თუ U21-ის ნაკრები შორს გავა და ბიჭები კარგ კლუბებში გადავლენ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩაკვეტაძე, კვეკვესკირი, კვერკველია და სხვები სათადარიგოებში გადაინაცვლებენ, რადგან ბუნებრივი სელექციის პრინწიპი, რომელიც ჯანსაღი კონკურენციის პრინციპს ეფუძნება, მოხდება!
ასე, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს პრესით თუ ტელევიზიით რომ გაქვს მხარდაჭერა და ცალკე მწვრთნელი მხარდაჭერას გიცხადებს და მაინც გაუგებარ შიშებს მოუცვიხარ და ამის გამო ვერ ვითარდები, დასრულდები. ასეა ეს, რაოდენ პესიმისტურად არ უნდა ჟღერდეს...
ლაშა
23 ივნისი 2023 11:58
2
დავივიწყოთ პორტუგალია 1/2 ფინალამდე. ახლა ბელგიაზე ფიქრია საჭირო. ეიფორია არაა საჭირო დავეშვათ დაბლა და ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გამოვიყენოთ. კარგი ბიჭები რომ გვყავს ფაქტია. სტადიონი გავავსოთ, ჩვენი მხარდაჭერა უნდათ ბიჭებს. მჯერა ამ ბიჭების.
G.LA
23 ივნისი 2023 11:28
2
აქ სტატიაში, ახალგაზრდულზეა საუბარი და მაინც კომენტებში ხვიჩა და მისი იტალიური ჩემპიონობაა ჩაკვეტებული, რაში გამოგვადგა როოო!! საკვანძო თამაშები -ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან მაინც ვერ მოვიგეთ და ახლა ისევ ბოლოსწინა ადგილის პესპექტივა გვაქვს ჯგუფში. მას შეეძლო და შეუძლია თავისი საკლუბო წარმატება გამოიყენოს ქვეყანაში დაწყებული საფეხბურთო ბუმის ხელსეწყობისთვის რომ ეს პროცესი, როგორმე შეუქცევადი გახდეს. სამწუხაროდ მან ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო.. და ის 10 ათასობით ბავშვი,რომლებიც ნაპოლის მაისურით დარბიან ეზოებში, აგრეთვე ის გულშემატკივრები, რომლებიც ვერ ვახეხერხებთ ნეაპოლში წასვლას მოდურ ტურებში მის თამაშებზე-გაღიმებული დაგვტოვა. ვერ გაპრავდება მისი ეს საქციელი!! ვერააა.......
SOSO
23 ივნისი 2023 10:52
21
წიტაიშვილი რომ უთამაშებელი იქნება
-სად არიან სკაუტები,ან გაგუას რა უნდა სეგუნდა 2ში
Levani
23 ივნისი 2023 00:45
1
ნერვები მეშლება რა ბავშვური ხალხი ვართ. რას ეძახით წარმატებას, 1 თამაშის მოგებას თუნდაც უძლიერეს გუნდთან? დანარჩენი 2 რომ წავაგოთ და ჯგუფში ჩავრჩეთ, მერე სად მიდიხართ? მაინც წარმატება იქნება? ავარდებიან, აღტყინდებიან და რომ გამოვარდებიან მერე იწყებენ ლანძღვას და მიზეზების ძებნას, როცა მიზეზი თავისივე ინფანტილობა და ანალიზის არქონის უნარია. რამდენიმე წლის წინაც ასე მოიგო 4-მა ქართულმა კლუბმა პირველი მატჩი ევროტურნირებზე და ატყდა მილოცვა და ერთი ამბავი და 2 კვირაში ოთხივე გამოვარდა განმეორებით თამაშების მერე. კი, მიხარია და კარგად უბერეს ბიჭებმა, მიუხედავად იმისა სულ დაცვაში იდგნენ და ფეხბურთი ნაკლები ითამაშეს, მაგრამ წარმატებას როგორ ეძახით ერთ მოგებულ თამაშს?? მერაბა მეტრეველი მეკამათებოდა რამდენიმე წლის წინ ვაისის გუნდის პროგრესი აშკარააო და უკვე მიაღწია წარმატებასო. ეს მაშინ ჩაკვეტაძის ოსტატობის წყალობით პირველზე რომ გავედით D ლიგაში და ყაზახეთსაც (ძლივს) მოვუგეთ გასვლაზე. ასეთი ჟურნალისტების და სპეციალისტების ხელში კიდევ კარგად ვართ.
odala
22 ივნისი 2023 19:45
37
რა იყო რას ითარსები ნაცი ხარ ალბათ
w
23 ივნისი 2023 16:40
1
ჩვენ ამ ჩემპიონატზე,შესაძლოა ვერც მოვხვედრილიყავით,შესარჩევი ტურნირი რომ გვეთამაშა.ძალიან დიდი კონკურენციაა,შესარჩევ ტურებში.აქ,როგორც მასპინძლები,ისე ვმონაწილეობთ და ისეთ ჯგუფში მოვხვდით,ყველა რომც წავაგოთ,ვერავინ იტყვის,ამათთან როგორ წააგეთო.სამივე ეს ქვეყანა,სწორედ საფეხბურთო აკადემიების კარგი მუშაობით და ძალიან ძლიერი კადრების მომზადებითაა განთქმული.გავიმარჯვეთ,მაგრამ ობიექტური შემფასებლისათვის,საეჭვოც არ უნდა იყოს,რომ პორტუგალიელი ახალგაზრდები,მართლაც ძალიან ძლიერები არიან.ამიტომ მათთან გამარჯვება,დიახაც დიდი მიღწევაა,ჩვენი ბიჭებისათვის და უნდა გვიხაროდეს.მომდევნო თამაშებში წავაგებთ?არც ეგ უნდა იყოს ტრაგედია,რადგან მათი საფეხბურთო სკოლები,ჩვენზე ძლიერია და არჩევანიც,შეუდარებლად დიდი კონტინგენტიდან კეთდება.მთავარი იქნება,ჩვენმა ბიჭებმა იქაც კარგად ითამაშონ,იბრძოლონ და საკუთარი შესაძლებლობები,დაამტკიცონ.ეს ტურნირი,მათთვის თავის წარმოჩენის შესანიშნავი საშუალებაა და აუცილებლად უნდა გამოიყენონ.ასეთ ტურნირებს,სწორედ ეს დანიშნულება აქვს.ჩვენი გულშემატკივრების საკმაო ნაწილის, ინფანტილურებად შეფასებაში კი გეთანხმები,ან ცაში აფრინდებიან და ან გინებით ,მიწაში ფლავენ ადამიანს.სამხრეთელები ვართ და ზოგადად სამხრეთელებს მოგვდგამს ასეთი ხასიათი,მაგრამ ძალიან უსიამოვნოა,სხვის ღირსებას,ასე უაპელაციოდ რომ ლახავენ და ხშირად,ელემენტარულად,უზრდელობაში გადადიან!
სოსო
23 ივნისი 2023 10:10
1
ყველა გამოხმაურება
მესმის უძლიერესი ნაკრებია პორტუგალია მაგრამ ბურთი მეტად უნდა დავიჭიროთ. დაცვა იყო იდეალური ამ თამაშში
რაბუ
22 ივნისი 2023 19:44
0
დავივიწყოთ პორტუგალია, ვიფიქროთ ბელგიაზე, გავიხარეთ ერთი დღით, საკმარისია! რესურსი დიდი გვაქ, სვანაძის მჯერა!
ჯიჯი
22 ივნისი 2023 19:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული