საქართველოს გამარჯვებას UEFA გამოეხმაურა

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოქმედი ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების (2:0) შემდეგ ქართველების კარგ თამაშს UEFA გამოეხმაურა.

"საქართველომ თავისთვის სადებიუტო შეხვედრაში 24 425 გულშემატკივრის წინაში პორტუგალია დაამარცხა, ეს შოკი იყო. 3-გზის ფინალისტები მთელი თამაშის მოედანზე პოზიციურ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გაგუამ წიტაიშვილის გადაცემა მშვენივრად დაამუშავა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. იმავე წიტაიშვილმა ტაიმის მიწურულს საზონოვს კუთხურიდან ჩაუწოდა და საბამ სხვაობა ორბურთიანი გახადა.

საქართველოს ნაკრები პორტუგალიისთვის ბოლო 11 შეხვედრაში პირველი მოწინააღმდეგე გახდა, რომელთანაც გოლის გატანა ვერ მოახერხა".

შეგახსენებთ, საქართველო ჯგუფს 3 ქულით ლიდერობს, ნიდერლანდებმა
და ბელგიამ ერთმანეთთან ფრე (0:0) ითამაშეს. ქართველი ახალგაზრდები მომდევნო შეხვედრას 24 ივნისს, ბელგიასთან გამართავენ.

alt"ამით არ დავკმაყოფილდებით" - ანზორ ბექვაბიშვილი

altეროვნულის შეფასების ნაცვლად - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წარმატების ფაქტორები და მწვრთნელის ხედვა...

altრამაზ სვანაძე: ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ - ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება

altპორტუგალიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან ფავორიტები ვიყავით და სამი ქულა დავკარგეთ

მკითხველის კომენტარები / 13 /
საინტერესოა რას ფიქრობს მერაბ მეტრეველი, აღარაფერი დაუწერია სვანაძის მოხსნაზე. რომ წაგვეგო ეგრევე დაწერდა გადასაყენებელიაო.
სპორტალი
23:03 22-06-2023
1
ბელგია ჰოლანდიის თამაშზე ცარიელი იყო სტადიონი და არ შეიძლება უფასოდ რომ შეუშვათ ხალხი?ევროპის ჩემპიონატია მაინც და არ არის კარგი დასანახი,ისევე როგორც შარშან კალათბურთის ჩემპიონატზე ცარიელი დარბაზები!!!!!
გიორგი
18:44 22-06-2023
3

სიახლეები პოპულარული