sports.ru-მ, რომელმაც ადრე ბუკმეკერების პროგნოზებზე დაყრდნობით ევროპის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აუტსაიდერად მიიჩნია, რამაზ სვანაძის გუნდის მიერ პორტუგალიის დამარცხებამ, მეტადრე პირველი ნაკრების ფეხბურთელების დახმარებამ, გააკვირვა და წერილი გამოაქვეყნა.
ორი მატჩი 18 საათში - ევროპის სხვადასხვა ნაწილში. ქართველი ტერმინატორები გუნდს U21 ევროზე სენსაციის მოხდენაში დაეხმარნენ
"ქართველებმა პორტუგალიას მოუგეს. ვიღაც ნამდვილად თვლიდა მასპინძელ საქართველოს ახალგაზრდული ევროპირველობის მთავარ აუტსაიდერად? ეს მართლა ასე იყო.
თვით ხვიჩას გარეშე - საკლუბო სეზონის შემდეგ ის ძალიან დაიღალა, ამიტომ თამაშზე უარი თქვა და ქართველებმა ევრო U21
2:0 გიორგი გაგუასა (ესპანეთის მესამე დივიზიონის "რეალ უნიონი") და საბა საზონოვის (მოსკოვის "დინამო") გოლებით იმარჯვეს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება სხვა წყვილმა მიიპყრო. ტელეგრამ-არხმა Пас, Кавказ!-მა აღნიშნა: "ბოლო ნახევარი საათით მოედანზე ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი და მცველი გიო გოჩოლეიშვილი შევიდნენ".
ეს ბოლო ორ დღეში მათი მეორე მატჩია!
სამშაბათს საქართველოს ნაკრები ევრო 24-ის შესარჩევზე შოტლანდიასთან 0:2 დამარცხდა - დავითაშვილმა და გოჩოლეიშვილმა წვიმისგან დატბორილ "ჰემპდენ პარკზე" 30-30 წუთი გაატარეს, ოთხშაბათს კი სახლში ნახევარი საათი პორტუგალიის ახალგაზრდულის წინააღმდეგ ითამაშეს!
ამ ორ შეხვედრას შორის 18 საათზე ნაკლები გავიდა: გლაზგოში საფინალო სასტვენი საქართველოს დროით ღამის 2 საათზე გაისმა, ხოლო პორტუგალიასთან მატჩი 20:00 საათზე დაიწყო. თანაც ფეხბურთელები მთელი ევროპის გავლით დაბრუნდნენ: გლაზგოდან თბილისამდე ჩარტერით 6 საათის საფრენია, თუ უბრალო ადამიანების მსგავსად - საერთოდ 12 საათი, უფრო მოსახერხებელი ანტალიიდან გადაჯდომითაა!
უკრაინის ნაკრების წევრებმა გიორგი სუდაკოვმა და ანდრეი ტრუბინმა დავითაშვილისა და გოჩოლეიშვილის მიღწევა გაიმეორეს: ორშაბათს მალტასთან იასპარეზეს, ოთხშაბათს კი ხორვატებთან: ტრუბინი სასტარტოში იყო, სუდაკოვი მოედანზე ბოლო 7 წუთით შევიდა.
უკრაინის ნაკრების წევრებმა გიორგი სუდაკოვმა და ანდრეი ტრუბინმა დავითაშვილისა და გოჩოლეიშვილის მიღწევა გაიმეორეს: ორშაბათს მალტასთან იასპარეზეს, ოთხშაბათს კი ხორვატებთან: ტრუბინი სასტარტოში იყო, სუდაკოვი მოედანზე ბოლო 7 წუთით შევიდა.
ქართველ საბა საზონოვს ერთდროულად ორ ადგილას თავის წარმოსაჩენად თავისი რეკორდი აქვს: "დინამოს" მცველი 2022 წლის შემოდგომაზე რუსეთისა და საქართველოს ახალგაზრდულში გამოიძახეს. საბოლოოდ საბამ საქართველოს ნაკრები აირჩია და არა რუსეთის".