uefa.com: ქართველების გმირობა - წიტაიშვილმა და გულიაშვილმა ყველაფერი თავდაყირა დააყენეს

AutoSharing Option
ახალგაზრდულ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობას უცხოური მედია სუპერსენსაციად მიიჩნევს, სადაც ჩვენმა გუნდმა A ჯგუფში პორტუგალიას სძლია, ბელგიასთან კი ქამბექი შემოგვთავაზა.

უეფას საიტმა გუშინდელ მატჩს და რამაზ სვანაძის გუნდის მიღწეულ ფრეს წერილი მიუძღვნა:

"საქართველომ ორბურთიანი ჩამორჩენა გმირულად შემოატრიალა. 0:2-ზე შეცვლაზე შესულმა გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი გულიაშვილმა თამაში თავდაყირა დააყენეს. მათი ზუსტი დარტყმების წყალობით ქართულმა გუნდმა ახალგაზრდული ევროს საფინალო ტურნირზე სარეკორდო აუდიტორიის წინაშე შეხვედრა ფრედ დაასრულა და ორქულიანი უპირატესობით პირველ ადგილზე დარჩა.

თბილისში ჩატარებულ მატჩს ევრო U21-ის ფინალური ტურნირების ისტორიაში ყველაზე მეტი
მაყურებელი დაესწრო - სტადიონზე 41 887 გულშემატკივარი მივიდა".

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები 27 ივნისს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, რომელიც გუშინ პორტუგალიას დაუზავდა (1:1) და საკვალიფიკაციოს ჩათვლით ბოლო 8 შეხვედრაში პირველი გოლი გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
წიტაიშვილის უთამაშებლობა კლუბში, ეს არის დიდი უსამართლობა. უნივერსალური ფეხბურთელია, ბევრ პოზიციაზე შეუძლია იყოს ეფექტური. ჩემამდე არ დადის რა ხდება.ნამდვილად ჭირდება ამ ბიჭს კარგი აგენტი. წარმატებები გიორგი.
Mr.kostaia
22:08 25-06-2023
2
და ვერა 27-ივნის კიდევ ერთხელ დამყარდეს თბილისში დასწრების რეკორდი? დაე გაიგოს მსოფლიომ და უეფამ რომ, არანაკლებ უყვართ ფეხბურთი საქართველოში, ვიდრე სხვა ევროპის უეფასგან პრივილიგებულ ქვეყნებში.
პაპა
22:47 25-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული