წინა მატჩი
ნებისმიერი მატჩის განხილვა შემადგენლობით იწყება. როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე ჟურნალისტებისთვის რთული გასაგები იყო, რატომ აღმოჩნდა გიორგი
ასე იყო თუ ისე, საწყისი 45 წუთი ჩვენთვის კრახი გამოდგა - ზედმეტად დაცვაზე ორიენტირებული მარჯვენა ფლანგიდან სიმწვავეს ვაკლებდით, შეტევაში ბურთის მისატანად, ფაქტობრივად, ერთადერთი გზა გვქონდა - საბა საზონოვის გრძელი პასები გიორგი გაგუაზე, რომელიც ძალიან ბევრს იბრძვის, კოორდინაციასაც ინარჩუნებს და მასზე საკმაოდ ხშირად ჯარიმდებიან. იყო ეპიზოდები, როცა ჩვენს ფორვარდს პასის გაკეთებით შეტევის ტემპისა და ინტენსივობის გაზრდა შეეძლო, თუმცა ის უფრო ჯარიმის მოპოვების გზით მიდიოდა. ამასობაში ჩვენ მიერ ძალიან ნაქები დაცვის ხაზი ჩავარდა, მოწინააღმდეგის ხანგრძლივი და პოზიციური შეტევის დროს მოთამაშე (ბელგიელთა მარცხენა მცველი) მარტო დაგვრჩა, საზონოვი მასთან ახლოს არ აღმოჩნდა, ჩვენი გუნდი საპირისპირო მხარეს გადალაგდა და გოლი გავუშვით. სამწუხაროდ, შესვენებაზე მხოლოდ ერთბურთიანი ჩამორჩენით გასვლა ვერ შევძელით; ეგ კი არა, უფრო მეტის გაშვებასაც გადავურჩით...
კარგია, როცა მწვრთნელი საკუთარ გადაწყვეტილებებს კრიტიკული თვალით მალევე უყურებს, ამა თუ იმ ფეხბურთელს, რომელსაც კარგი დღე არ აქვს, იმაზე მეტ დროს არ აძლევს, ვიდრე იმსახურებს და "ცვლილებებისთვის ტრადიციულ წუთებს" არ ელოდება. შესვენების შემდეგ სამმა ახალმა მოთამაშემ გუნდში სულ სხვა მუხტი შემოიტანა, სწრაფმა გოლმაც თავისი ქნა და შეხვედრის გადარჩენა მოვახერხეთ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ზურიკო დავითაშვილის, როგორც ლიდერის, როლი. ის ყველა ბურთისთვის თავდაუზოგავად იბრძოდა, ამავდროულად, შეტევებს ამწვავებდა და მას გაცილებით სახიფათოს ხდიდა. ირაკლი აზაროვის მიერ გულიაშვილზე გაკეთებულმა უზადო პასმა ბევრს ძველი დრო და თბილისის "დინამო" გაახსენა. ბელგიასთან მატჩმა ბევრი დასამახსოვრებელი ეპიზოდი გვაჩუქა...
სატურნირო მდგომარეობა და ოლიმპიადა
მოქმედ ჩემპიონ გერმანიას ცუდი პერიოდი უდგას. ამიტომ დიდი შანსია, მეოთხედფინალში ჩვენი ჯგუფის პირველადგილოსნის მეტოქედ (1-ელ ივლისს) ჩეხეთის 21-წლამდელთა ნაკრები ვიხილოთ. ეს მატჩი "მიხეილ მესხზე" უნდა ჩატარდეს, თუმცა მასში საქართველოს ნაკრების მონაწილეობის შემთხვევაში, ინტერესიდან გამომდინარე, "დინამო არენაზე" გამართვის გადაწყვეტილების მიღებაცაა მოსალოდნელი. რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მეორეადგილოსანს, მას ინგლისის ნაკრები ქუთაისში, "რამაზ შენგელიაზე", დაელოდება.
რადგანაც საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებები ჯგუფიდან აუცილებლად გადიან, მათი ნახევარფინალში მონაწილეობა ოლიმპიადის საგზურს სხვა ნაკრებებს გაუხსნის, რადგან ერთი 2024 წელს ჩასატარებელი ოლიმპიადის მასპინძელია, მეორე კი დამოუკიდებლად არ ასპარეზობს. თუკი ეს ორი ნაკრები ფინალში გადასასვლელ მატჩში ითამაშებს, ოლიმპიადის მესამე საგზური საუკეთესო მეოთხედფინალისტებს შორის გათამაშდება. თუკი ნახევარფინალში ერთ-ერთი მათგანი გავა, საგზურს დარჩენილი სამი გუნდი ავტომატურად მიიღებს, ხოლო თუკი საუკეთესო 4 გუნდში არც ფრანგები იქნებიან და არც ინგლისელები, მესამე საგზური მათ შორის გათამაშდება, ფინალში ვინც ვერ გავა.
იმედია, საუკეთესო სცენარს ვიხილავთ!..
დღევანდელი მატჩი
საქართველოს ნაკრებმა იცის, რომ ნიდერლანდებთან არწაგება მას მომდევნო ეტაპზე გაიყვანს. როგორც წესი, ეს ფაქტორი ამა თუ იმ გუნდზე მაინც მოქმედებს, ამიტომ მთავარი მწვრთნელის მუშაობას დიდი როლი ექნება. რამაზ სვანაძის ძირითადი ტაქტიკა ინიციატივის აღებას არ გულისხმობს, თუმცა ბელგიელებთან მეორე ტაიმში კარგად დაამტკიცა, შეტევაში რა შეგვიძლია. ბიჭების მოტივაცია კვლავ ძალიან დიდი იქნება და გულშემატკივრების ფაქტორიც - სერიოზული ძალა.
სამწუხაროდ, ნიკა გაგნიძე ვეღარ იასპარეზებს. წინა მატჩში მისი შემოსვლა გუნდს ძალიან დაეტყო, მაგრამ სამწუხაროდ, ცოტა ხნით ითამაშა. მოსალოდნელია, რომ ნოდარ ლომინაძე სასტარტო შემადგენლობაში იქნება და ანზორ მექვაბიშვილთან ერთად მოედნის ცენტრს გაამაგრებს. ლომინაძე ცოტა დროშიც ახერხებს დაამტკიცოს, რომ გუნდისთვის სასარგებლოა როგორც დაცვით, ასევე შეტევით ნაწილში. სასტარტოს მიღამა შესაძლოა, გიორგი მოისწრაფიშვილი დარჩეს. ახლა ცენტრში ბრძოლა "ბაიერნის" ფეხბურთელ რაიან გრავენბერხთან მოგვიწევს. გიორგი გულიაშვილის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ყოფნა გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს.
ქართველებიდან ფრთხილად საკმაოდ ბევრი მოთამაშე უნდა იყოს, რათა ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, მათ მეოთხედფინალის გამოტოვება არ მოუწიოთ, რაც ძალიან სამწუხარო იქნება - მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, კალანდაძე, ხვადაგიანი, გულიაშვილი, გაგუა.
სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე - მექვაბიშვილი (C), ლომინაძე - წიტაიშვილი, დავითაშვილი, აზაროვი - გაგუა.
U21. 0:2-დან გადარჩენილი თამაში - საქართველოს ნაკრები ისევ ლიდერია [VIDEO]
"მიზანთან ახლოს ვართ... რთულ თამაშს ველოდებით" - სვანაძისა და გულიაშვილის პრესკონფერენცია
არ მოგაწყენთ ათასჯერ განხილული თამაშის ანალიზით ერთს გეტყვით
ზურიკო არის ნამდვილი მებრძოლი საამაყო პიროვნება და გუნდის ლიდერი
გენაცვალე შენ ოქროს ბიჭო!!!