U21. გაირკვა - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელს შეხვდება

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე C ჯგუფში მესამე ტურის მატჩები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა და მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა.

ისრაელმა ნაკლებად სანახაობრივ შეხვედრაში ჩეხეთი 1:0 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ საქართველოს დაუპირისპირდება. მართალია, მჭიდრო კალენდრისას თამაში და ძალების აღდგენა ძნელია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძის გუნდს დასასვენებლად მეტოქეზე ერთი დღით მეტი აქვს.

ინგლისმა, რომელმაც პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა, გერმანიას 2:0 მოუგო და 2 ივლისს ქუთაისში პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ჯგუფში ჩეხეთი და გერმანია ჩარჩნენ. თან, გერმანიამ 1
ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
ინგლისი - გერმანია 2:0
გოლები: 1:0 არჩერი (4), 2:0 ელიოტი (21)

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ისრაელი - ჩეხეთი 1:0
გოლი: განდელმანი (82)

მკითხველის კომენტარები / 38 /
ნახევარფინალის შანსი რეალურია, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით, მობილიზებითთ და კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ!
წარმატებები ბიჭებო!
წინ საქართველო!
ბათუმელი ექსპერტი
22:01 28-06-2023
1
ისრაელი ალბათ ხელწამოსაკრავი გუნდი არაა, ჯერ ეს ერთი,მეოთხედფინალში სუსტი გუნდი არ არსებობს(შედარებით რა თქმა უნდა),მეორე,20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე 3-ე ადგილი, ეს რაღაცის მანიშნებელია, ასე რომ ბიჭებს ბოლომდე ყურადდღებით ყოფნა მოუწევთ და კიდევ ერთი გმირობის ჩადენა.გენაცვალეთ ბიჭებო,წარმატებები
Mr.kostaia
22:03 28-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული