U21. ჩვენი მეტოქე ისრაელი - გავიხსენოთ გორში წაგებული მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები 1-ელ ივლისს ისრაელს დაუპირისპირდება. ისრაელი საკმაოდ რთული C ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა და ადვილი დასამარცხებელი მეტოქე სულაც არაა. ისრაელი ჯგუფში გერმანიას დაუზავდა (1:1), ინგლისთან წააგო (0:2), ჩეხეთს კი სძლია (1:0). გაი ლუზონის გუნდი საკმაოდ დაბალანსებულია. მისი წამყვანი ფეხბურთელი "ზალცბურგის" 19 წლის ნახევარმცველი ოსკარ გლუხია.

გასული წლის 16 ნოემბერს ისრაელმა ჩვენს გუნდს გორში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში 2:1 სძლია. პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და გაგუას მოპოვებული პენალტი გულიაშვილმა ვერ გაიტანა. შესვენების შემდეგ სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ,
სტანდარტულები კარგად გამოიყენეს და 2:0 დაწინაურდნენ. ერთადერთი საპასუხო გოლი ნ. ხორხელმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში სიგუას გაძევების გამო საქართველოს ნაკრები კაცნაკლული იყო. ისრაელს კიდევ რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კუტალაძე.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საქართველო - ისრაელი 1:2
გოლები: 0:1 ლემკინი (49), 0:2 ბარი (56), 1:2 ნ. ხორხელი (84)
გამოუყენებელი პენალტი: გულიაშვილი (27)
გაძევება: სიგუა (82)

საქართველო: კუტალაძე, კაპანაძე (მაისურაძე 73), გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი, აზაროვი, ო. მამაგეიშვილი (ნ. ხორხელი 60), ოსიყმაშვილი (სიგუა 60), გულიაშვილი (ლომთაძე 73), გაგუა (ნ. ხორხელი 87), ნ. გაგნიძე (ჯინჯოლავა 87)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ათეული წლებია სულ კარგად ვთამაშობთ და არ გვიმართლებს და ვაგებთ. ირონიის გარეშე, მართლა ასე იყო. მაინც, სადღაც გულის სიღრმეში ვთვლიდი,რომ ძლიერს უმართლებს თქო! ახლა ნორმალურად ვთამაშობთ და გვიმართლებს! დიდება უფალს! იყოს ასე! გაგვიმართლოს და მოვიგოთ! წარმატებები ახალგაზრდულ ნაკრებს, ყოჩაღ ბიჭებო! თავს არ ზოგავთ, ხალხი ხედავს ამას და გიფასებთ. გვიყვარხართ!
alexandre
12:28 29-06-2023
0
როგორც ხდება ხოლმე ძლიერებტან კარგად ვთამაშობთ და სედარებით სუსტებთან არა იმედია ეს გამეორდება ისრაელს გადავხსნით თქვენ გენაცვავალეთ ბუჭებო ჯიგრიანად რო ბურთაობთ
ზზზზ
13:38 29-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული