U21. საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს

AutoSharing Option
მიუხედავად ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხებისა, საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს პარიზის ოლიმპიადაზე გასვლის შანსი, სადაც ევროპის ზონიდან სამი გუნდი მოხვდება.

ეს იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ნახევარფინალში საფრანგეთიც გავა და ინგლისიც. პირველი ოლიმპიადის მასპინძელია და საგზური ავტომატურად აქვს დაბევებული, მეორე კი ტურნირზე ვერ იასპარეზებს, რადგან ოლიმპიური კომიტეტის წევრი დიდი ბრიტანეთია და არა ინგლისი.

ასეთ შემთხვევაში ორ საუკეთესო წაგებულ მეოთხედფინალისტს შორის დამატებითი მატჩი ჩატარდება. საქართველომ A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპირველობაზე ძირითად დროში არც ერთი შეხვედრა არ წაუგია.

შეგახსენებთ, დღეს ინგლისი პორტუგალიას, საფრანგეთი კი უკრაინას დაუპირისპირდება.

altპროვოკაციული აღნიშვნა ისრაელის ნაკრების გულშემატკივრისგან - მარცხის ღირსეულად მიღება შეგვიძლია!..

altზურიკო დავითაშვილი: მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ

altრამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

altისრაელის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველოსთან თამაში პირველივე ტაიმში უნდა მოეგოთ

altU21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 51 /
მგონი ტყუილად გვაქვს იმედი ოლიმპიადაზე მოხვედრის @ ევროპელი ლიბერალები აპირებენ უკრაინის გათრევას ოლიმპიადაზე ყველა ხერხებით @ წეღან ვუყურებდი უკრაინულ არხზე სახეგაბადრული ჟურნალისტები წინასწარ ზეიმობდნენ უკრაინის ოლიმპიადაზე მოხვედრას (სხვათაშორის რუსულად ლაპარაკობდნენ !!!) ანუ უეფა აპირებს შეცვალოს რეგლამენტი და ოლიმპიადაზე გაუშვას ყველაზე მეტ ქულიანი გუნდი და უკრაინას აქვს 7 ქულა ჩვენ 5 პორტუგალიას 4 და შვეიცარიას 3 ასე როოომ @ რომც არ შეცვალონ რეგლამენტი და გადამწყვეტ თამაშში რომ შევხვდეთ უკრაინას წარმოიდგინეთ რამხელა მხარდაჭერა ექნებათ იმათ მსაჯებისგააან @@
zura222
03:56 02-07-2023
38
მეცინება იმ ხალხზი ვინც იძახის მაგრად ვითამაშეთო.ეტყობა ეს კატეგორია ან ფეხბურთს არ უყურებს ან სხვა თამაში აქვთ ნანახი.კარგად როგორ ვითამაშეთ 120 წუთი კარში არ დაგვირტყამს. რაც შეეხება კვარაცხელიას.მე არ ვიცი ნაპოლიმ არ გამოუშვა,ქორწილი აქვს თუ კაკულიამ უწინასწარმეტყველა თავში მეტეორის დაცემა,მაგრამ უნდა ეთამაშა,მიტუმეტეს საქართველოში ტარდებოდა ეს ტურნირი.მთავარი ეროვნული ნაკრებებია.სულ ფეხებზე მკიდია როგორ ითამაშებს ნაპოლიში.თავში აუვარდა ბიჭს.ჯერ როგორ მოექცა პატარა გულშემატკივრებს იგნორი რომ გაუკეთა და ზედაც არ შეხედა.ვიცი ეს პოსტი კვარას ფან- სექტას გულზე მოხვდება,მაგრამ ცივი წყალი ლუზერებო ბლომადაა საქართველოში.
zaza
11:19 02-07-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული