მარცხის "ქართული" გამოძახილი - რა მოგვცა მატჩებმა, რისი შეცვლა შეიძლება და რატომ გვაქვს პოლუსური აზროვნება...

AutoSharing Option
შეუძლებელია, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ევროპირველობის მეოთხედფინალური მარცხის შესახებ ცხელ გულზე და დამშვიდებულმა მკვეთრად განსხვავებულად არ ისაუბრო. თბილისში ნამდვილი დრამა ვიხილეთ, პენალტების სერია ჩვენი გუნდის მონაწილეობით, ემოციების ზღვა და განცდა, რომელიც ისრაელის ნაკრებთან დაპირისპირებას წინ სდევდა, რომ ჩვენ ამ ბარიერის გავლა შეგვეძლო. ვნებები დაცხრა და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომელთა ჯამში, ჯგუფური ეტაპის გადალახვა იქნებ სწორედ ჩვენი მაქსიმუმი იყო. ამაზე ფიქრსა და წუწუნს უნდა მოვეშვათ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გვასწავლოს ამ ტურნირმა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.

სასიამოვნო
იყო იმ ერთიანობისა და შემართების ნახვა, რაც ტურნირის განმავლობაში იგრძნობოდა. იყო დრო, როცა არ ვიცით, რამდენად ობიექტურად, არსებობდა განცდა, რომ ქართველი ფეხბურთელები მოედანზე მაქსიმუმს არ დებდნენ. ახლა ამის გაფიქრებასაც კი ვერავინ იკადრებს, ჩანს, ბიჭები საკუთარ თავზე მაღლა ახტომას როგორ ცდილობენ. არაა დიდი დრო გასული, გულშემატკივრების ნაწილი სტადიონების სხვა დანიშნულებით გამოყენებას რომ ითხოვდა, ახლა კი ბილეთების შეძენა პრობლემური იყო და გავრცელდა ვიდეო, რომელმაც გენიალურ ფილმ "ფეოლას" კადრიც კი გაგვახსენა. ყველაფერი ეს კარგია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასათავისებელი - ის, რომ ხალხმრავლობა პირველ ტურშიც უნდა ყოფილიყო და მხოლოდ შედეგზე არ უნდა "მიებას" და მეორე - სამწუხაროდ, პოლუსური აზროვნება გარკვეულ ადამიანებში ისევ ჩვეულებრივია. ხვიჩა კვარაცხელიას როლი ქართული ფეხბურთისადმი "დაბრუნებაში", მისით საერთაშორისო დაინტერესებაში, დიდია და არ შეიძლება გაიდეალებიდან პირდაპირ ლანძღვაზე გადავიდეთ, არა! "კვარას" გადაწყვეტილების მიმართ მაქსიმალური პატივისცემა უნდა გამოვავლინოთ. რა თქმა უნდა, ვიცით, ის ისრაელთან თამაშს მკვეთრად რომ შეცვლიდა, საქმე ხომ ამ დონის ვარსკვლავთან გვაქვს. ისიც ვიცით, ჩვენი ქვეყნისთვის მონატრებულ
გამარჯვებას რამხელა ძალა ჰქონდა, მაგრამ არსებობს ადამიანური ფაქტორები, ამაზე დეტალურად გვეწერა და აღარ გავიმეორებთ. არაა 21-წლამდელთა ტურნირი უკვე შემდგარი ვარსკვლავების ასპარეზი, ეს ასე რთულად გასაგებია?! სხვებს ტიტული არ "სწყურიათო". კარგი, დაგეთანხმებით ამ მსჯელობაში, თუმცა რატომ არაა "მოწყურებული" ნორვეგიის ნაკრები, რომლის რიგებშიც ერლინ ჰოლანი არ ყოფილა?! ყველას გაქვთ უფლება, კვარაცხელია გააკრიტიკოთ, თუმცა ზღვარი არ უნდა წაიშალოს!..

Sportall.Ge

მატჩის შესახებ საუბარი, იმის თქმა, თუ რა შეიძლებოდა უკეთ, სად იქნა შეცდომები დაშვებული, რა იყო შესაცვლელი მწვრთნელის მხრიდან და ა.შ. რთული არაა, თუმცა დროს უკან ვერ დავაბრუნებთ,  ეს გუნდი კი ერთად აღარასდროს ითამაშებს, ასაკობრივი ნაკრების ხვედრი ხომ ესაა. უფრო მასშტაბური ასპექტები უნდა გამოვყოთ.

როგორც უნდა გვეყურებინა საშინაო ევროსთვის, ამ ტურნირის მნიშვნელობა ორი კუთხით იყო აღსანიშნავი - სატრანსფერო ინტერესი ჩვენი მოთამაშეების მიმართ და ეროვნული ნაკრების შევსების საკადრო რესურსი. ზოგჯერ ძალიან იოლად წარმოვიდგენთ, რომ ამა თუ იმ ქართველი ფეხბურთელით კარგი მატჩების შემდეგ ევროპის წამყვანი ქვეყნები და კლუბები დაინტერესდებიან.  ყველაფერი ასე მარტივი არაა, თანამედროვე ფეხბურთი სრულყოფილებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, დასკვნების გამოტანაც მხოლოდ ერთი ტურნირით არ ხდება, დაკვირვება უფრო დიდი ხანი გრძელდება; გარდა ამისა, არასაფეხბურთო ამბებში ჩაძიებაც ხდება.

Sportall.Ge

შეუძლებელია, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების დაცვის ხაზის თამაშით არ მოხიბლულიყავი, რაც მათ მომავალ კარიერაზეც უნდა აისახოს და სანაკრებო ყოფაზეც. კმაყოფილები ვართ საბა საზონოვის ლიდერული თვისებებით, ბრძოლისუნარიანობით, ფიზიკური სიძლიერითა და ამავდროულად, სისწრაფით. მოსკოვის "დინამოს" მცველს გრძელი პასი ახასიათებს, შეტევის წამოწყების მიმართულებით კი სასწავლი ისევ აქვს, ამაზე ეროვნულში თამაშის შემდეგაც მივუთითებდით.

ასევე, მთელი ტურნირის განმავლობაში ძალიან დამაჯერებელი იყო ივა გელაშვილი, რომელიც თამაშს მშვენივრად კითხულობს; მატჩიდან მატჩამდე უმატებდა ალექსანდრე კალანდაძე, ოღონდ როგორც მესამე ცენტრალური მცველი და არა ფლანგელი. ახლა ამ ფეხბურთელების კარგ გუნდებთან დაკავშირება უმნიშვნელოვანესია. ეროვნული ნაკრების უკანა ხაზში როტაციის დრო ნამდვილადაა!..

Sportall.Ge

არიან ისეთი მოთამაშეები, რომელთაც ახლა საკლუბო კარიერა სტაბილური არ აქვთ და მნიშვნელოვანია, ეს ბოლომდე აღმოფხვრან, უკეთეს ჩემპიონატზე ფიქრი კი შემდეგ დაიწყონ. უპირველესად, გიორგი წიტაიშვილი გვახსენდება. ისრაელთან მან ართმევებზე ძალიან კარგად იმუშავა, ერთხელ კი სახიფათოდ შეუტია. ის, რომ მისი სათამაშო დრო უნდა გაიზარდოს, სადაც უნდა იყოს, ფაქტია. ვნახოთ, კიევის "დინამო" იჯარით ამჯერად სად გაუშვებს. "წიტას" ფიზიკური კონდიციების გაძლიერება სჭირდება. ირაკლი აზაროვს კლუბშიც უფრო საიმედოსა და ტაქტიკურად მრავალფეროვანს ველით. ვფიქრობთ, ჯერჯერობით მთელი ყურადღება მოქმედ კლუბებზე და არა სატრანსფერო ალიაქოთზე უნდა გააკეთონ ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა...

სანაკრებო პრობლემები მოგვარებადია საყრდენ ზონაში, ფორვარდების საკითხი კი ისევ აქტუალურია. საზონოვზე ვისაუბრეთ და მადლობა იმის გამოც უნდა გადავიხადოთ, ქართული პასპორტი გიორგი მიქაუტაძესაც რომ აქვს. გამტანი თავდამსხმელები აუცილებლად უნდა გვყავდეს, შორს რომ არ წავიდეთ, ასეთი შოთა არველაძე ნამდვილად იყო, შემდეგ კი...

სამსჯელო, სასაუბრო, განსახილველი და საკამათო ბევრია, ყველაფერს ერთი წერილი არ ეყოფა, მთავარი ისაა, მიღწეულით არასდროს დავკმაყოფილდეთ და ყოველთვის მეტისთვის ვიღვწოდეთ!..

altU21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

altრამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

altU21. საქართველო VS ისრაელი - სტუმართა პროვოკაცია მატჩის შემდეგ...

მკითხველის კომენტარები / 58 /
ბავშვთა ფეხბურთია მისახედი, ფასი ათჯერ მაინც უნდა გაზარდონ, თუ ეხლა 100 ლარს იხდით ბავშვზე, ათასი ლარი, ან სულაც სამი ათასი უნდა გახდეს და რატომ ეხლავე ავხსნი.
მშობელი ბავშვზე სამი ათას ლარს რომ გადაიხდის თვეში, შვილიც შეწუხდება, ამხელა ფულს იხდის მამაჩემი და გულით მაინც ვირბენო, მოტივაცია მიეცემა, სამი ატას ლარის ნაცვლად ხუთი ათასისას ირბენს იქნებ ესე მაინც შევეშველო მამაჩემსო და ჩვენი ფეხბურთი აყვავ ყვავდება,
კ ო მ ბ ლ ე
03 ივლისი 2023 16:03
14
შე მართლა კომბლე, ათასებს და სამიათასებს რო იხდიან ისეთი ხალხის შვილებით დაკომპლეკტებული ნაკრებები და გუნდებია მერე, მეცხვარეებთან და მეჯინიბეებთან რომ აგებენ თამაშებს ფეხბურთში, კალათბურთში, წყალბურთში და საერთოდ ყველაფერში, ხოლო ნამდვილი ჩემპიონები, ღარიბებიდან და საშუალო ფენიდან წამოსული გმირები არიან, ჩამოგითვალო?
მაცი ხვიტია
03 ივლისი 2023 18:25
0
3 ათასი ცოტაა, სახლი ჩაადებინე - უფრო მოტივირებული ირბენს ))

ნეტა ბევრი გეგულება ისეთი ოჯახი, ვინც მარტო ფეხბურთისთვის თვეში 3კ'ს გამოუყოფს ბავშვს ?
- (ალბათ ფულიანების შვილს ნახავ ვიღაცას მარა უნიჭოს )))))
nk
03 ივლისი 2023 17:22
0
ყველა გამოხმაურება
როცა ჩვეთან ბავშვები(ფეხბურთელები) თავიდანვე ისწავლიან პრესინგს, კომბინაციებს, სირბილს, სწრაფ აზროვნებას, დისციპლინას, პროფესიანალ სპორტსმენობას და მეტ შემოქმედით თამაშს (იმისთვის რომ 120 წუთის განმავლობაში ერთხელ მაინც დაარტყან კარებში!!) აი მერე მივაღწევთ წარმატებებს და ესეთ შანსებს ხელიდან არ გავუშვებთ (მაკედიანია და ისრაელი) სხვა შემთხვევაში გვექნება ესეთი ერთჯერადი გამობრწყინება იღბლის თანდასწრებით!
ერთადერთი რაც ამ თამაშებმა დამანახა, არის ის ფაქტი, რომ ფეხბურთელებსაც შეძლებიათ ბრძოლისუნარიანობა და ბოლომდე დახარჯვა.

ჟურნალისტებო, დაწერეთ ერთი რა ხდება ბავშვთა ფეხბურთში, რამდენი ფული იხარჯება, ვინ რას ასწავლის, რამდენი აკადემიაა, ვინ მუსობს იქ და ა.შ!!!
ბესო
03 ივლისი 2023 15:45
1
სტატი კარგია. მივასელმები ასეთ ანალიზს. ოღონდ მე რაღაც რაღაცეებში არ ვეთანხმები. საზონოვისთვის პირველი ნაკრები ადრეა. ასევე შუა მოედანზე არ ჩანს ადამიანი ვინც შეტევას დალაგებს და დაცვაშიც იმუშავებს. გაგნიძე ან ფორმაში არ არის ან წინ უნდა იყოს თავდასხმასთან და უკან ჩამშლელები ედგეს. აზაროვი წინ ათამაშეს, მთელ ფლანგზე ისევე როგორც გოჩოლეიშვილი. თუ სტაბილურად ექნებათ ეგ პოზიცია, კლუბშიც და ნაკრებშიც პოტენცია აქვთ მომატების, თუმცა ამ ეტაპზე შეცვლას თუ გაქაჩავენ. საერთოდ თამაშის ორგანიზატორების ნაკლებობაა მთლიანად ქართულ ფეხბურთში. პირველმა ნაკრებმა ამ ბიჭებისგან უნდა აიღოს თავდადება. აი, მაგ საკითთხში საუკეთესო ნაკრები გვყავს.
ჰაჰა
03 ივლისი 2023 15:26
0
საზონოვი და გაგნიძე,მოსკოვის დინამოში თამაშობენ და ჩემპიონატის ბოლო ორი თვე მაინც განსაკუთრებულად,გუნდი მთლიანად მოშლილი იყო.ფაქტობრივად მწვრთნელის გარეშე თამაშობდნენ და მთლიანად ამოვარდნენ ფორმიდან.(ჯერ ისედაც მოსკოვის დინამო მითხარით).ეგ კი არა,გაგნიძეს,აღარც ათამაშებდნენ,ძირითადში,ბოლოსკენ.საზონოვმა მაინც კარგად ითამაშა,გაგნიძეს კი,აშკარად ეტყობოდა ბურთთან მუშაობის გაუარესება.თუმცა იმ სიტუაციის ფონზე,ორივეს მაგრად ჰქონდა მომატებული.ეტყობა მაგრად იმუშავეს,ნაკრებში.
სოსო
03 ივლისი 2023 18:53
0
კარგი სტატიაა. ასეთი ანალიტიკური სტატიები გვჭირდება რომ ჩვენ თვითონ, გულშემატკივრები გავიზარდოთ შეფასებებში და ხედვებში. მაგრამ ცოტაა ასეთი ხარისხის სტატიები რომლებიც რეალურ თემებსა და პრობლემებზე დაფიქრებას გვთავაზობენ. ამიტომ გასაკვივიც არაა რომ უფრო ხშირად ჩვენივე ხშირად გაუცნობიერებელი სურვილებისა და ფანტაზიების ტყვეობაში ვართ რასაც ხშირად ვაფრქვევთ ხოლმე კომენტარებში ლანძღვა -გინებით და 'კრიტიკა' გვგონია.
გიორგი
03 ივლისი 2023 15:03
0
არა უშავს ხალხო ამასაც გადავიტანთ!!!მაკედონიასთან წაგება გადავიტანეთ ერთა ლიგის ფინალში ბოლო-ბოლო!!!!
სოსო
03 ივლისი 2023 14:30
0
გადატანით,ყველაფერს გადავიტანთ,მაგრამ რატომ უნდა მივიყვანოთ საქმე გადატანამდე? მოკლედ:შეადარეთ მუდრიკი და კვარაცხელია...
სიმართლე
04 ივლისი 2023 03:13
1
ჩვენმა ბიჭებმა მაქსიმალური გაიღეს და რომ იბრძოლეს ეს ფაქტია, ჯგუფიდან გასვლას ვინ მოელოდა და რომ გავიდნენ ესეც გმირობაა, მაგრამ დღესაც ვერ ვინელებ ისრაელთან მარცხს, მგონი ყველაზე იოლი მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ როგორც ყოველთვის გადამწყვეტ მატჩში ყოველთვის გვიჭირს, გავიხსენოთ მაკედონიასთან საშინაო მარცხი,თუ რამის პრეტენზია გვქონდა ისრაელთან აუცილებლად უნდა გაგვემარჯვა, თანაც სახლში გადავსებულ სტადიონზე, ეს პირიქით ისრაელში რომ ყოფილიყო ალბათ გადაგვახევდნენ ბურთს თავში
Nukri
03 ივლისი 2023 14:13
1
ქართველებს ამ ჩემპიონატის მიმართ კიდევ დაგვრჩა დიდი მოტივაცია-ბათუმის არენაზე მყოფებმა თუ ტელევიზორებთან მოკალათებულებმა ყველამ ინგლის უნდა ვუქომაგოთ.განსაკუთრებით სტადიონზე მყოფებმა,რათა ისრაელის უტაქტო და უზრდელი მწვრთნელი უნდა მიხვდეს როგორ მიჰქარა.ადრე მოსკოვის სპარტაკს ევროთასზე თბილისში უნდა ეთამაშა.ერთი კვირით ადრე დინამოს ეთამაშა თბილისში და ისე ღორულად მოიქცნენ რუსები,რომ როცა ანდერლეხტს შეხვდა ,მთელი სტადიონი ბელგიელებს ქომაგობდა.მატჩის მერე ანდერლეხტის ფეხბურთელებმა დემონსტრავიულად გადაუხადეს მადლობა ქართველებს.თავმოყვარე თუ ხარ ახლაც ასე უნდა გააკრთო.26 საუკნოვანი მეგობრობა მე უნდა მახსოვდეს მარტო?სხვათაშორის შინდლერზე არანაკლები გმირობა ჩაიდინა ქართველმა კაცმა,როცა საკოცენყრაციო ბანაკში ბევრი ებრაელი ქართველად გაასაღა და ქართულ ანსამბლში ჩარიცხვით სიკვდილს გადაარჩინა.ვინმემ თქვა მადლობა? ფილმის გადაღებას ვინ ჩივის.
ენძო
03 ივლისი 2023 13:53
1
აბსოლიტურად მართალი ხართ პატივცემულო. აი 26 საუკუნოვან მეგობრებას რაც შეეხება, ეგ მარტო ქართველ ებრალებთან გვაკავშირებს და ნამდვილად გვიფასებენ და საქართველოც ძალიან უყვართ,ენასაც არ ივიწყებენ და კულტურასაც. ახვა საქმეა დანარჩენი ებრალები მაგათთან არანაირი კავშირი არ გვაქვს და რბილად რომ ვთქვათ ობიექტური შეფასებით არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ ჩვენგან, არც საქათველო ადარდებთ მაგათ და არც ოდნავი პატივისცემა არ გააჩნიათ. ასე რომ როცა 26 საუკუნოვან ძმობას ვახსენებთ, ეგ მარტო ქართველ ებრაელებზე ვრცელდება.
890
03 ივლისი 2023 14:12
0
უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ფონზე ჩვენი ნაკრები არცთუისე ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის, მაგრამ ყოველთვის გავიმეორებ, რომ პრობლემა არა ფეხბურთელებში, არამედ სისტემაშია და აი რატომ!
გვინდა (და ეს კარგია) დიდი სპორტული ფორუმების საქართველოში ჩატარება და შემდეგ ვამბობთ და ასეცაა, რომ აშენებული ინფრასტრუქტურა გვრჩება, მაგრამ თუ არ ჩატარდა არაფერი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები არ შენდება...
გზების არ იყოს, რომელის ძირითადი სპონსორი ჩინეთია, მსოფლიო ბანკთან ერთად და არავითარი წვლილი ჩვენს მთავრობას არ მიუძღვის, გარდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების გასხვისებისა!
ასე მაგალითად, ისეთი მასშტაბის ფეხბურთელი, როგორიც კვარაა, შესაძლებელია ბევრი გყავდეს, მითუმეტეს ჩვენნაირი ნიჭიერი ერის პირობებში. მითუმეტეს იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ბადრი კვარაცხელიას საფეხბურთო წარსულიდან გამომდინარე ხვიჩას ფეხბურთელად აღზრდისთვის საკმარისი თანხები გააჩნდა და უამრავი ბავშვია, რომელიც სხვადასხვაგან მუშაობს, რათა ავადმყოფი ან მოხუცი ოჯახის წევრი დააპუროს და სპორტისთვის ნაკლებად იცლის. ასეთები ბევრნი არიან, მერწმუნეთ და არანაკლები ნიჭიერები, ვიდრე ხვიჩაა. ასეთები თვით 80-იან წლებში და მანამდეც არსებობდნენ და სიტყვამ მოიტანა და სსრკ-ის დროს უკრაინისგან განსხვავებით, რომლის ძირითად კლუბს კიევის დინამო წარმოადგენდა და რომელსაც 11 სარეზერვო კლუბი ჰყავდა, თბილისის დინამოში ერთიდა იგივე პიროვნებები თამაშობდნენ, მიუხედავად კონკურენციისა და მცირე სათადარიგო სკამი ჰქონდა რატომღაც...
პრობლემის არსი არა ფეხბურთელებში, არამედ შესაბამნისი ბაების, ინფრასტრუქტურის, აკადემიების, რომელიც ყველა კლუბს უნდა ჰქონდეს და ფეხბურთში ნაკლები ინვესტიციის ჩადებაშია. უკრაინის აღმოსავლეთი კია თითქმის განადგურებული, მაგრამ დასავლეთი ჯერ კიდევაა და მათ უამრავი ინფრასტრუქტურა აქვთ სსრკ-დან მოყოლებული. ჩვენ რა გვაქვს? 30 წელია დინამო არენა და ლოკომოტივი გვაქვს, მოგვიანებით ბათიმის დინამოს და ქუთაისის ტორპედოს სტადიონები შეგვემატა, რაც აშკარად არასაკმარისია! ფორმულა 1-ს ხომ სჭირდება კარგი ტრასები, ისე სჭირდება ფეხბურთს კარგი მოედნები და არა საძოვრებისმაგვარი ადგილები! რაში ვიყენებთ ქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებს, სადაც უამრავი სპორტული კომპლექსის აშენება შეიძლება? მაგრამ არა, ჯერ უნდა მოვიგოთ უფლება დიდი ფორუმის ჩატარებისა და მერე გამოყოფილი თანხების "ათვისება" უნდა მოხდეს...
ფეხბურთი ყველა რეგიონში უნდა ჩქეფდეს და არა არსებობდეს!
მუჯირი გამოდის და ამბობს, რომ დაგვრჩება ინფრასტრუქტურა. კიბატონო, ეს კარგია, მაგრამ რომ არ მივიღოთ უფლება რაიმე ღონისძიების ჩატარებისა არაფერი უნდა ავაშენოთ?! გასაგებია, თან არ წაიღებენ ორგანიზატორები სტადიონებს, ეს ვიცით, მაგრამ რაიმე ფორმით ხომ შეიძლება ჩვენი ხარჯებით გავაკეთოთ აკადემიები?! მაინცდამაინც ინტერის აკადემია უნდა ჩამოვიდეს? ის ხომ ჩვენი ბავშვებიდან ფულს იღებს? გააკეთონ აქაურმა კლუბებმა და თვითონ აიღონ?!
გულწრფელად ვიტყვი, ბიჭების სასაყვედურო ნამდვილად არაფერი აქვს არავის, კვარა და მიქაუტა კიდევ პრობლემაა, მაგრამ რომ მოეგო საფრანგეთს, თუმცა მას დიდად არ სჭირდებოდა ეს, რადგან ისედაც მიიღებს მასპინძლის რანგში ოლიმპიადაზე მონაწილეობას, უკრაინასთან როგორ ფიქრობთ, გვქონდა შანსი?
ყიჩაღ უკრაინას, მართლა. მე არ გამიკვირდება თუ მათ საერთოდ ტურნირი მოიგეს! ეს უკრაინა, როგორც ხორვატია, ინფრასტრუქტურით და აკადემიებითაა მდიდარი ჩვენგან განსხვავებით. U21-ის ბიჭები კი გადავლენ დიდ ნაკრებში, მაგრამ U19-მა რომ აზერბაიჯანთან წააგო?!
რამდენი რეგიონიც გვაქვს, იმდენი სტადიონი, აკადემია და ბაზა უნდა იყოს, მაგალითად კახეთში: თელავსა და გურჯაანში აუცილებლად, გურიაში რას ჰგავს ლანჩხუთის სტადიონი?! ბათიმში 20 000-იანი სტადიონი გავიმეტეთ! ქობულეთში უნდა იყოს სტადიონი, ყველგან, ამბროლაურსა და ონში, მესტიასა და ლენტეხში, კასპსა და ახალციხეში. ჩვენნაირი საფეხბურთო ტალანტებისნაირ ქვეყანაში მინიმუმ 12 თანამედროვე სტადიონი უნდა აშენდეს... არ უნდა ველოდოთ კიდევ 30 წელი, რომ დინამო არენის და ლოკომოტივისნაირი სტადიონები აიგოს. მერე წამოვლენ კვარასნაირები თუ წამოვლენ, რომა ვინმე კლუბში ჩადებს ფულს, ააშენებს აკადემიას და შეღავათიან ფასებში მიიზიდავს ბავშვებს, ხოლო ნიჭიერი ბავშვები, როგორც ნორმალურ ქვეყნებშია, ხელშეწყობა და შეღავათები მიეცემა გამოცდების გადავადების თუ სხვა მხრივ.
ლაშა
03 ივლისი 2023 13:46
2
გელაშვილს და კალანდაძეს კარგი გუნდები სჭირდებათ,რომ კიდევ უფრო განვითარდნენ.საქართველოს ჩემპიონატში ეს რთულია.კალანდაძე საზონოვზე და ივაზე უფრო სწრაფია და ეს პლუსი აქვს.საბოლოოდ მათი სახით ეროვნულის 3 ცენტრალური მცველი გვყავს,რომლებსაც ახლაც შეუძლიათ თავისუფლად ძირითადში თამაში.დასრულდა კაშია-კვირკველია-ხოჭოლავას(მარტის ამბების გამო) დრო.ლომინაძე-ნიკა გაგნიძე-მოისწრაფიშვილიც თუ იპოვიან კარგ გუნდებს,აღმოიფხვრება ნახევარდაცვის პრობლემა ეროვნულში.აი მექვაბიშვილმა ბოლო მატჩში კვეკვესკირის შთაბეჭდილება დატოვა!პასები უკან ან წინ დიაგონალურად.უნდა მოუმატოს ამ ბიჭმაც,თანამედროვე ფეხბურთში საყრდენს მხოლოდ ბურთის ართმევა აღარ მოეთხოვება! შეტევაში ლადო ჩიხრაძეც რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა,გაგუას პირდაპირი "ზამენა",მითუმეტეს ბევრი ცენტრალური ნახევარმცველი იყო გამოძახებული და შეიძლებოდა ერთის ამოგდება და ლადოს დამატება შემადგენლობაში.
მეზღვაური
03 ივლისი 2023 13:04
1
ამ ჯგუფში ყველაზე გაუგებარ ფეხბურთს ჩვენი ნაკრები აჩვენებდა .3 პასი წინ სანატრელი იყო.უკან რამდენიც გინდა.
ბაჯო.
03 ივლისი 2023 12:51
3
თამამი სწრაფად მოაზროვნე, ფიზიკურად ათლეტების დეფიციტის გამო არ გვქონდა ბურთი ცენტრალურ ზონაში. ცენტრი ათამაშებს გუნდს, ანაწილებს შეტევებს, ჩვენთან რატომღაც მარტო დიბლიორებს ექცევა ყურადღება. ინტელექტი ცენტრში არაგვააქ! კვეკვესკირიდან კიდე უკან პასი ისწავლლეს და ეგაა უბურთოდ რომ ხარ
beqa
03 ივლისი 2023 14:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული