U21 | რამაზ სვანაძის გუნდი 26 მარტს სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 26 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გასვლით მატჩს გიბრალტარის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

დღეს რამაზ სვანაძის გუნდმა გიბრალტარში, "ლათბერი სტედიუმზე", პირველი ვარჯიში გამართა. თურქეთში შეკრებაზე მიღებული ტრავმის გამო გუნდს გიბრალტართან გიზი მამაგეიშვილი ვეღარ დაეხმარება.

26 მარტს "ვიქტორია სტედიუმზე" გასამართი მატჩის რეპორტაჟზე ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 10 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ შვედეთს 3 ქულით უსწრებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული