U21. საქართველოს ნაკრები შვედეთთან დამარცხდა და უმოტივაციო ნიდერლანდების იმედად დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეცხრე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე შვედეთთან 2:3 დამარცხდა.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მასპინძლებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ, თავიდანვე შემოგვიტიეს, სტუმრებმა კი თამაში კონტრიერიშებზე ააგეს და ლომინაძემ დააწინაურა. თუმცა, შვედებმა ზეწოლა გააძლიერეს და ონდრეიკამ ლომინაძისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა. 38-ე წუთზე კი ხვადაგიანის შეცდომით სვედბერგმა ისარგებლა და ხარატიშვილის კარი დალაშქრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენი დაცვის მორიგი ჩავარდნის შედეგად ერაბმა მესამე გოლი გაგვიტანა. შემდეგ შეცდომა მეტოქის მეკარე დოვინმა დაუშვა და კურიოზული გოლი გაუშვა. აქედან მოყოლებული სვანაძის შეგირდებმა თამაში გაათანაბრეს, მეტოქის ნახევარზე
აიწიეს და სწრაფი კონტრიერიშისას მოწინააღმდეგეს შანსი მიეცა, როდესაც კასემის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. კომპენსირებულ დროში აბუაშვილს გატანა მეკარემ არ დაანება და შეხვედრა 3:2 დასრულდა.

ბოლო ტურის წინ შვედეთი 17 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო საქართველო 16 ქულით მესამეზე.

14 ოქტომბერს შვედეთი ნეიმეგენში პირველადგილოსან და უმოტივაციო ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, საქართველო კი 15 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიას ქუთაისში მიიღებს.

იენჩეპინგი. «სტადსპარკსვალენი“
შვედეთი - საქართველო 3:2
გოლები: 0:1 ლომინაძე (12), 1:1 ონდრეიკა (23), 2:1 სვედბერგი (38), 3:1 ერაბი (47), 3:2 დოვინი (51, საკ. კარში)

საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ხვადაგიანი, მაისურაძე (გოცირიძე 88), ოსიყმაშვილი (აბუაშვილი 46), ო. მამაგეიშვილი (ეგოიანი 88), ლომინაძე, გ. მამაგეიშვილი (გორდეზიანი 64), ოდიშარია (მამაცაშვილი 79), კვერნაძე

altU21 | შვედეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში იენჩეპინგში

მკითხველის კომენტარები / 60 /
რაც თავი მახსოვს (ბოლო წლებს თუ არ ჩავთვლით) ჩვენი მთავარი ნაკრები შეტევაზე ფიქრს იწყებდა როცა უკვე აგებდნენ ორი ან სამი ბურთით. და რა თქმა უნდა ძირითადად ყველა მთავრდებოდა მარცხით. ამას ემატებოდა ერთთავად უკან პასები, ათასჯერ მეკარესთან მიგორება და უაზროდ დაკარგული ძვირფასი წუთები. აღარაფერს ვამბობ თუ როგორი მძიმე და აუტანელი საყურებელია ეს ყველაფერი გულშემატკივრისთვის. დავამატოთ ისიც, რომ ფიზიკაში ყოველთვის გვიჭირდა, ვერც ერთი მწვრთნელი ვერ აკეთებდა დროულ და რაც მთავარია შედეგიან შეცვლებს. ვინმეს თუ გახსოვთ ბოლო 30 წლის მანძილზე ერთი ან ორი კარგად დამუშავებული და გოლით დასრულებული გათამაშება, საჯარიმო ან კუთხური? მე მაგალითად ვერ ვიხსენებ. თითქმის ყოველთვის ვთამაშობდით მეორე ნომრად. აი ეს ყველაფერი დავინახე დღეს პირველ ტაიმში. სანამ 3-1 არ გახდა, მანამდე არ მოხსნა სვანაძემ საყრდენი და არ დაიწყო შეტევაზე ფიქრი. ამათ საერთოდ გაუგიათ რას ნიშნავს ტერმინი პრესინგი? თუ ვერ ათამაშებ, ცენტრს მაინც ნუ ჩააბარებთ ისე, როგორც ჩეხებთან ევროპაზე და 35-ჯერ დაარტყმევინებ კარში. თითქმის ყველა მწვრთნელი გვყავდა მშიშარა და განუსწავლელი. ქეცბაია საერთოდ ავტობუსს აყენებდა და მესების არ ყოფნით იმართლებდა თავს. მე სანიოლი არასოდეს მომწონდა, იგივე კატეგორიას მივაკუთვნებ, მაგრამ ერთი რამე ნამდვილად გამოიცნო, აზაროვის ადგილი მთავარ გუნდში კი არა, 21 - იანებშიც არაა. უსუსტესია ფიზიკურად. ევროპის მერე გამოვასწორეთ შემდეგი: ბურთის უკან უაზრო გორება, სწრაფი ამოტანა ცენტრამდე, მშვენიერი შუა ხაზი და შეტევა. არ შეგვიძლია სწრაფი გრძელი პასების კეთება ჩვენივე საჯარიმოდან, ან ვერ რისკავენ, არ გვაქვს დამუშავებული კომბინაციები და ეს ძალიან ცუდია, რადგანაც საშუალო დონის მწვრთნელი 5 წელში 1 კომბინაციას მაინც უნდა ამუშავებდეს. და ისევ და ისევ პრესინგი. შვედეთი დღეს თითქმის ტაიმნახევარი გვეთამაშა 5-6 კაციან პრესინგს და ჩვენ თამაშის მიწურულსღა დავიწყეთ. ვერ ვიგებ რა აზრი აქვს კვერნაძის ერთკაციან პრესინგს ან კვარას და ჟორჟის ორკაციანს. გაიგეთ ხალხო, რომ ტყუილად იღლებიან. სვანაძე უსუსტესია, სანიოლი ოდნავ მასზე უკეთესი. მე მხოლოდ ჩვენი ბიჭების თავდადების მჯერა. უკრაინა აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, თუ სანიოლმა დიდი შეცდომები არ დაუშვა.
და მაინც მართალი იყო ბოსხკამპი
00:00 11-10-2024
8
კაპიტანი ასეთ საგოლე მომენტებს რომ აჩუქებს მეტოქეს, სხვას რაღა უნდა მოსთხოვო? ისეთ ბავშვურ შეცდომებს უშვებენ, თითქოს ეხლა ისწავლეს ფებურთის თამაში. თუ ნაკრებისთვის ამათზე უკეთესებს ვერ პოულობს მწვრთნელი, ქართულ ფეხბურთს მომავალი თაობა არ ყოლია. ასეთივე ბავშვური შეცდომებით მოგვიგეს ნიდერლადებმა(განსაკუთრებით პირველი ტაიმი).
ასე არ უნდა თამაშობდეს ნაკრების კაპიტანი
22:32 10-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული