U17. საქართველოს ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
სლოვენიაში მიმდინარე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პოლონეთთან 0:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა მეორე მარცხი განიცადა და 15 ოქტომბერს, ბოლო ტურში სომხეთს შეხვდება, რომელმაც დღეს სლოვენიასთან 0:1 წააგო და ასევე უქულოდაა.

პტუი. „მესტნი“
პოლონეთი - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 შივალა (45+2), 2:0 შივალა (57), 3:0 ჩერნიატოვიჩი (63)

საქართველო: ასანიძე, ხარებაშვილი, შათირიშვილი, კატკოვი (კირვალიძე 69), ხუციშვილი, კუპრავა, ნებულიშვილი (დიაკონიძე 46), ჯაბურია (ჯიქია 59), ქობულიძე (კაკაშვილი 82), კობახიძე, ბართიშვილი (გელაძე 69)

მკითხველის კომენტარები / 7 /
რაც არ უნდა მოხდეს ნაკრების მწვრთნელს არავინ არ გაუშვებს იაშვილის უახლოესია
2
სანამ მწვრთნელი არ შეიცვლება და მიდგომა ბიჭების შერჩევისას,მანამ სულ ესე იქნება.მოვუგებთ მხოლოდ მონტენეგროს,სომხეთს,და ასეთებს.შემთხვევით რომ გავედით ელიტ რაუნდში გამოჩნდა.7-0 დანიასთან ხომ საერთოდ გლიჯავს.ძირითადის ფეხბურთელებს ვირუსი დაემართა 5 ბავშვსო ამით "გაამართლეს" მწვრთნელი.
Nika
09:30 13-10-2024
2

სიახლეები პოპულარული