U17. საქართველოს ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
სლოვენიაში მიმდინარე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პოლონეთთან 0:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა მეორე მარცხი განიცადა და 15 ოქტომბერს, ბოლო ტურში სომხეთს შეხვდება, რომელმაც დღეს სლოვენიასთან 0:1 წააგო და ასევე უქულოდაა.

პტუი. „მესტნი“
პოლონეთი - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 შივალა (45+2), 2:0 შივალა (57), 3:0 ჩერნიატოვიჩი (63)

საქართველო: ასანიძე, ხარებაშვილი, შათირიშვილი, კატკოვი (კირვალიძე 69), ხუციშვილი, კუპრავა, ნებულიშვილი (დიაკონიძე 46), ჯაბურია (ჯიქია 59), ქობულიძე (კაკაშვილი 82), კობახიძე, ბართიშვილი (გელაძე 69)

მკითხველის კომენტარები / 7 /
კატასტროფული შედეგები გვაქვს ამ ბოლო წლებში 17 და 19 ნაკრები ვეღარ გადიან კიარა ახლოსაც არ არიან ფინალურ ეტაპთან, ან მწვრთნელი შეცვალეთ თქვე დალოცვილებო ან მიდგომა... გადავხედე შემადგენლობას და ერთი ლეგიონერია ისიც რუსეთიდან და თან ცსკდან, ან სად მოძებნეთ ან სად უყურეთ მაგის თამაშს?? ადრე ტელევიზია აჩვენებდა მახსოვს ახალგაზრდულების თამაშებს და სულ სხვა მოტივაციაც ქონდათ ბიჭებს, ახლა შემადგენლობას ძლივს ნახავ ვინ ითამაშა და ვინ არა... მისახედია ბავშთა ფეხბურთი რაგაც გლახა სუნი ასდის ყველაფერს უკვე.
Givi
22:15 12-10-2024
2
ამ ნაკრების მწვრთნელი სასწრაფოდ გასაშვებია
რუსთავი
21:58 12-10-2024
0

სიახლეები პოპულარული