U21. ივიცა ოლიჩი: ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა და მაქსიმალურად მომზადებულები უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება. კენჭისყრის შემდეგ კომენტარი ჩვენი მეტოქის მწვრთნელმა ივიცა ოლიჩმა გააკეთა:

"ამ გუნდმა შვედეთს აჯობა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, რაც მათ დონეზე მეტყველებს. უკვე აჩვენეს, რამდენად სახიფათოები არიან და ცხადია, რომ ძალიან კარგი გუნდია. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად და კარგად მომზადებულები უნდა ვიყოთ.

ჩვენი მხრიდან მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არ აქვს, რადგან ქართველებმა დაამტკიცეს, რომ საჭირო ხარისხი გააჩნიათ. მათი ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა, რაზეც ევროპის ჩემპიონატზე მათი ნაკრების წარმატებული ასპარეზობა მეტყველებს. რა თქმა უნდა, ისინი ამ
ეიფორიას და პოზიტივს ახალგაზრდულ გუნდს გადასცემენ, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვძენს, რათა გამოწვევისათვის მზად ვიყოთ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯგუფში ჩატარებული თამაშების შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხორვატია მონსტრი ნამდვილად არაა, ამიტომ ჩვენს უშანსობაზე საუბარი ნამდვილად არ შეიძლება. დაველოდოთ ნოემბერს. ნოემბერში ბევრი ნერვიულობა გველოდება. იმედია, ყველგან გაგვიმართლებს. ღმერთი ჩვენსკენ...
მერაბი-1960
20:29 17-10-2024
0
დაიწყოოო. თავიდანვე ქება დიდება. მერე რომ წავაგებთ ტრენერის ან ამინდის, ან მეზობლების ან ქარიშხლის ან ჩვენი ქომაგების ბრალი იქნება. მეტოქეს უნდა მოეკიდო სერიოზულად და ფრთხილად.
პ.ს. დამავიწყდა. ეხლა ატყდება ერთი ამბავი, ჩვენ ხორვატებს ქართული, ლაღი ფეხბურთი უნდა ვეთამაშოთო. ვინც ეს ლაღი ფეხბურთი მოიგონა ისაა ....
მწარე
20:40 17-10-2024
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული